გრანთ თორნთონი „საგადასახადო დავების აქტუალურ საკითხებზე და მათ ეფექტიან წარმოებაზე“ ღია კონფერენციას მართავს

გრანთ თორნთონი „საგადასახადო დავების აქტუალურ საკითხებზე და მათ ეფექტიან წარმოებაზე“ ღია კონფერენციას მართავს

access_time2023-02-28 19:29:59

 „გრანთ თორნთონ საქართველო“ 17 მარტს საგადასახადო დავების აქტუალურ საკითხებზე და მათ ეფექტიან წარმებაზე ღია კონფერენციას მართავს. კონფერენციის მიზანია კომპანიის არსებული ექსპერტული პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება საგადასახადო დავების მიმართულებით, ყველა იმ პირისთვის/კომპანიისთვის, ვინც დაინტერესებულია საგადასახადო სამართლით, მისი საქმიანობა დაკავშირებულია რთულ საგადასახადო აქტივობებთან, ან აწარმოებს საგადასახადო დავას.


ღონისძიებაზე გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ექსპერტები ისაუბრებენ: ქართულ ბაზარზე ჩამოყალიბებულ საგადასახადო დავების პრაქტიკასა და კომპანიის გამოცდილებაზე. შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან მათთვის აქტუალური კითხვები და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია გრანთ თორნთონის წამყვანი სპეციალისტებისგან.


ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვის გამო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები რომლებსაც გაეგზავნებათ მოსაწვევი. ღონისძიებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, გრანთ თორნთონ საქართველოს ოფიციალურ გვერდებზე მითითებულ ბმულზე. დარეგისტრირებულ პირებს ღონისძიების ჩატარების ზუსტი ადგილი და დღის წესრიგი მოგვიანებით დაეგზავნებათ.


ღონისძიების სპიკერები არიან:



ქეთევან ღამბაშიძე - გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი, MBA, PhD(c) სერტიფიცირებული აუდიტორი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული აუდიტორი. 17 წლიანი გამოცდილებით საგადასახადო დაბეგვრაში, ბუღალტერიაში, საგადასახადო დავებში, აუდიტში, მენეჯმენტ კონსალტინგში, ფინანსურ მენეჯმენტში და კონტროლში. „გრანთ თორნთონ აკადემიის“ ტრენერი.


ნათია ჩაგანავა - გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების მენეჯერი, MBA, საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი, 12 წლიანი გამოცდილებით საგადასახადო დაბეგვრაში და საგადასახადო დავებში, მათ შორის, 7 წლიანი გამოცდილებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. „გრანთ თორნთონ აკადემიის“ ტრენერი.


არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საგადასახადო ღონისძიება გრანთ თორნთონისგან.


იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

 

გრანთ თორნთონის შესახებ:

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით,  მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 68,000 თანამშრომელი, 145 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up