გრანთ თორნთონის გლობალური შემოსავლები 13.7%-ით რეკორდულ - 7.2 მილიარდ აშშ დოლარამდე  გაიზარდა

გრანთ თორნთონის გლობალური შემოსავლები 13.7%-ით რეკორდულ - 7.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა

access_time2022-12-16 18:40:35

“გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის“ განცხადებით, 2022 წლის დასრულებული ფინანსური წლისთვის (30 სექტემბრის მდგომარეობით) შემოსავლის რეკორდული მონაცემი დააფქისირა და 7.2 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა (2021 წლის 6.6 მილიარდი აშშ დოლარიდან). ეს წარმოადგენს 13,7%-იან ზრდას მუდმივი კურსის პირობებში. ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა რეგიონული მასშტაბით ყველა  სერვისის მიმართულებით ( მუდმივი კურსის პირობების გათვალისწინებით), მიუხედავად  ზოგიერთ ბაზრებზე  არსებული სირთულეებისა.  



მაჩვენებლები (მუდმივი კურსის პირობების გათვალისწინებით):


  • რეგიონულად, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ამერიკაში (16.2%-იანი ზრდა, 3.3 მილიარდი აშშ დოლარი), რასაც მოჰყვება აზიის წყნარი ოკეანიის ქვეყნები (13.5%-იანი ზრდა, 1.3 მილიარდი აშშ დოლარი) და ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში (EMEA)  (11%-იანი ზრდა, 2.6 მილიარდი აშშ დოლარი).
  • ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითადი სერვისის მიმართულებით და მათ შორის ლიდერობდა  საკონსულტაციო მომსახურება (18,1%-იანი ზრდა, 2,7 მლრდ აშშ დოლარი), რომელსაც მოჰყვება საგადასახადო სერვისი (12,3%-იანი ზრდა 1,5 მლრდ აშშ დოლარი) და აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება (10,9%-იანი ზრდა, 2,9 მლრდ აშშ დოლარი), რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქსელის ნამდვილ მულტიდისციპლინურ ხასიათს.
  • ქსელის, მსხვილ ფირმებს შორის მნიშვნელოვანი  ზრდა დააფიქსირდა ინდოეთში, ირლანდიაში, კორეაში, აშშ-ში, საფრანგეთში და იაპონიაში.
  • საკვანძო, სტრატეგიული ზრდის ბაზრის ფირმებმა 13.6%-იანი ზრდა აჩვენეს. აღნიშნულ  ბაზრებზე მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდნენ: სინგაპური, ინდოეთი და ბრაზილია. ამ ჯგუფის სხვა ბაზრები მოიცავს ასევე ქვეყნებს: ჩინეთი, იაპონია, გერმანია, იტალია, მექსიკა, ნიგერია და სამხრეთ აზიის (ASEAN) ხუთი ქვეყანა.
  • მთლიანობაში, 112 წევრი ფირმა გაიზარდა, მათ შორის ნახევარზე მეტმა (57%) დააფიქსირა ორნიშნა ზრდა.
  • თანამშრომლების რაოდენობა 62,000-დან გაიზარდა 68,000-მდე, რაც კიდევ ერთხელ ასახავს ქსელის მუდმივ ინვესტიციას საკუთარ თანამშრომლებში და მის ერთგულებას მრავალფეროვანი და ინკლუზიური გლობალური კულტურის შესაქმნელად. 



პიტერ ბოდინი, „გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს: „ეს შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ჩვენი ქსელის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელობას და მის უნარს უზრუნველყოს ქსელის მდგრადი ზრდა, მიუხედავად კიდევ ერთი რთული წლისა არაერთი ბაზრისთვის.



გასული წლის განმავლობაში ჩვენი წევრი ფირმები აგრძელებდნენ ფოკუსირებას, დახმარებოდნენ თავიანთ კლიენტებს, არასტაბილურ ბაზრებზე ნავიგაციაში, იქნებოდა ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მათი მაკროეკონომიკური შედეგების, თუ COVID-ის მიმდინარე ზემოქმედების გამო. ამ ყველაფრის წყალობით, ჩვენი ფირმები დაეხმარნენ კლიენტებს მათი საერთაშორისო ამბიციების რეალიზებაში, რადგან ბიზნესები აგრძელებენ  საზღვრებს გარეთ შესაძლებლობების ძებნას.




„ეს შედეგები ასევე აძლიერებს ჩვენი მულტიდისციპლინური მოდელის ჭეშმარიტ ღირებულებას ქსელისთვის და კლიენტებისთვის, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ინვესტირება  ტექნოლოგიაში და ახალ შესაძლებლობებში, რომლებიც საჭიროა დღევანდელი საერთაშორისო კლიენტებისთვის. ეს, თავის მხრივ, დიდ შესაძლებლობებს უქმნის ჩვენს ხალხს, განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები და მიიღონ გამოცდილება - აქციონ გრანთ თორნთონი მიმზიდველ სამუშაო ადგილად.



ჩვენი ქსელის მდგრადობის ტესტირება მომდევნო თვეებში და წლებშიც გაგრძელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წევრი ფირმები გააგრძელებენ სარგებლის შექმნას თავიანთი კლიენტებისთვის, ხალხისთვის და მათი თემებისთვის.“



 

 

(R)









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up