გრანთ თორნთონს და კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტს შორის მნიშვნელოვან  თანამშორმლობას ჩაეყარა საფუძველი

გრანთ თორნთონს და კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტს შორის მნიშვნელოვან თანამშორმლობას ჩაეყარა საფუძველი

access_time2021-12-27 09:55:02

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონი აგრძელებს უნივერსიტეტებთან ინტენსიურ კოლაბორაციას და ამ ჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ.

პარტნიორობის ფარგლებში,  17 დეკემბერს ერთობლივი სამეცნიერო დისკუსია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თემაზე:  „სამართალი და ბიზნესი: გამოწვევები და შესაძლებლობები“.


ინტერაქტიული დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • „ელექტრონული ხელშეკრულება და ელექტრონული ხელმოწერა ციფრულ სამყაროში“ – სპიკერი: ნინო ჯოლია, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი ბიზნესის იურისტის კვალიფიკაციით, საფრანგეთის პიერ მენდესის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის/ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, ეკონომიკის დოქტორი;

  • „მეწარმეთა შესახებ კანონის ცვლილებები და გამოწვევები“ – სპიკერი: გურამ ჩადუნელი, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი იურისტი, პოტსდამის უნივერსიტეტის შედარებითი სამართლის მაგისტრი, აშშ-ს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ეროვნული და ტრანსნაციონალური სამართლის მაგისტრი;

  • „ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის რეგულირება ქართულ სამართალში“ – სპიკერი: მიხეილ კუპატაძე, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრი, ამერიკული სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის კურსდამთავრებული და აშშ-ს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი;

  • „ხელოვნურ ინტელექტსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს შორის დისკურსი“ – სპიკერი: ნინო ყველაიძე, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მრჩეველი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, ერაზმუსის სტიპენდიანტი პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრანტი;

  • „საჯარო-კერძო პარტნიორობა: სამართლებრივი განზომილება და საქართველოში განვითარების შესაძლებლობები“, სპიკერი: გიორგი ხატიძე, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, ლივერპულის უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში.

  • „ელექტრონული კომერციის სამართლებრივო რეგულირების პრობლემები“ , სპიკერი: ზვიად გაბისონია, სამართლის დოქტორი, CIU-ს კანცლერის მრჩეველი მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში, BTU-ს კვლევების ცენტრის დირექტორი, UG-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ექსპერტი;

  • „ვალაუვალობის ახალი კანონის გამოწვევები“, სპიკერი: როინ მიგრიაული, სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პარტნიორების ხელმძღვანელი, პარტნიორი და ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

  • „აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლის კონტექსტში“ – სპიკერი: ლარა ნაჭყებია, University College London-ის სამართლის მაგისტრი; CIU-ს სამართლის დოქტორანტი.


სტუდენტებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გრანთ თორნთონის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს იურიდიული მიმართულების საქმიანობა, სტაჟირებების შესაძლებლობები, სამართლის დარგობრივი მიმართულებები და გაუზიარეს პრაქტიკული რეკომენდაციები კარიერულ დაგეგმვასთან დაკავშირებით. გრანთ თორნთონს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სტაჟირება და დაიკავონ გრანთ თორნთონში არსებული ვაკანტური პოზიციები.


როგორც ჩვენთან საუბრისას გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  საგანმანათლებო სფეროში კომერციული სექტორის აქტიური ჩართულობა, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას.



„განათლება ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია და ამიტომ მგონია, რომ ასეთი თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან არის ჩვენი წვლილის შეტანა ქვეყნის მომავლის გაუმჯობესებაში. უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტაჟირებისას მიღებული პრაქტიკული გამოცდილება აუცილებლად დაეხმარება მონდომებულ ახალგაზრდებს ბევრად უფრო სწრაფ პროფესიულ ზრდაში. ჩვენ კი, ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ ისეთი სასწავლო პროგრამების შექმნაში, რომლებიც ბიზნესის რეალური საჭიროებებისთვის მორგებულ ცოდნას მისცემს სტუდენტებს და შესაბამისად ბიზნესს მიაწვდის მეტად შესაფერისი მომზადების მქონე კადრებს“ – განაცხადა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ.


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ თავის მხრივ აღნიშნა – „მნიშვნელოვანია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რამეთუ აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს, განსაკუთრებით კი სამართლის ფაკულტეტს გააძლიეროს სტუდენტთა სტაჟირება, სამართლის პრაქტიკული ნაწილი, სასწავლო პროგრამებში ბიზნეს სამართლის მიმართულება და ინტერდისციპლინარული კომპონენტები“ .

რაც შეეხება გრანთ თორნთონის სამომავლო გეგმებს, ვახტანგ ცაბაძე აცხადებს, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და რაც მთავარია სტუდენტებისთვის.

რაც შეეხება გრანთ თორნთონის სამომავლო გეგმებს, ვახტანგ ცაბაძე აცხადებს, რომ მათი თანაშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და რაც მთავარია სტუდენტებისთვის. 

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით,  მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 58,000 თანამშრომელი, 138 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.



(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up