გრანთ თორნთონსა და  ააიპ საქართველოს ფინტექ ასოციაციას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გრანთ თორნთონსა და ააიპ საქართველოს ფინტექ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

access_time2023-04-05 16:25:22

2023 წლის 5 აპრილს საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და ააიპ საქართველოს ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის ვიცე მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ და FIA -ს  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ.

 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან,   შეიმუშაონ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მექანიზმები ორმხრივად სასარგებლო კლევებისა და პროექტების წარმოებისთვის. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განახორციელონ კოორდინირებული აქტივობები ფინანსური ტექნოლოგიების (Fintech) სფეროში, კერძოდ: ერთობლივი პროექტები/კვლევები, დარგის განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი კონფერენციები, ლექციები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები.

 

“ვფიქრობ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გავაფორმეთ გრანთ თორნთონთან, რადგან ამ კომპანიას უაღრესად დიდი გამოცდილება გააჩნია საერთაშორისო მასშტაბით, შესაბამისად ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს, გრანთ თორნთონის დახმარებით ასოციაციის წევრ კომპანიებს სხვადასხვა სერვისებს შევთავაზებთ, რაც მათ ზრდაში და განვითარებაში დაეხმარება, გარდა ამისა ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ, რასაც ეტაპობრივად შევთავაზებთ ფინტექ საზოგადოებას” - აღნიშნა დავით კიკვიძემ.

 

როგორც პაატა შურღაიამ აღნიშნა - “საქართველოს ფინტექს ასოციაცია“ განვითარების ეტაპზეა და ამ განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო სტეიკჰოლდერების ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მემორანდუმის ფარგლებში, გრანთ თორნთონ საქართველო აპირებს გაუზიაროს ქსელის საერთაშორისო გამოცდილება, რასაც უზრუნველყოფენ ჩვენი კომპანიის ექსპერტები ბიზნეს პროცესების, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებებით.


 

 


 

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით,  მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 68,000 თანამშრომელი, 145 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.   

ააიპ საქართველოს ფინტექ ასოციაციას (FIA)

საქართველოს ფინტექ ასოციაცია დაარსდა 2020 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას და კავშირების დამყარებას ფინტექ კომპანიებს, კანონმდებლებსა და საზოგადოებას შორის. ფინტექ ასოციაციის პლატფორმის მეშვეობით ხდება ბაზრის მონაწილეებისა და დაინტერესებულ პირების ინტეგრაცია ფინტექ ეკოსისტემაში, რათა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომები, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ფინტექ ინდუსტრიის მდგრად განვითარებას ღია და გამჭვირვალე გარემოში.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up