გრანთ თორნთონსა და  ინსტიტუციური  და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გრანთ თორნთონსა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

access_time2023-03-17 18:34:47

2023 წლის 16 მარტს საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და ააიპ ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (ICDC) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის ვიცე მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ და ICDC -ს პრეზიდენტმა მაკა კუკავამ.


ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მხარეები ხელს შეუწყობენ პროექტის „შრომის რეფორმის წარმატებით განხორციელების ეფექტური მექანიზმების დანერგვა ბიზნეს პრაქტიკაში“ წარმატებით განხორციელებასა და პროექტის შედეგების მდგრადობას. პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და HRPA • Georgia | HR პროფესიონალთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.


პროექტის მიზანია შეიქმნას ეფექტური და მდგრადი HR შესაბამისობის სისტემა, რომელიც დაეხმარება კერძო ბიზნესს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სექტორებიდან დაინტერესებულ ორგანიზაციებს, შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების რეალური პრაქტიკების სრული შესაბამისობის უზრუნველყოფაში, ისევე როგორც ღირსეული შრომის პირობების ჩამოყალიბებასა და უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებაში, როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულებისათვის.


HR შესაბამისობის სისტემა ეფუძნება შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებს, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებს და რაც ყველაზე მთავარია სრულად პასუხობს ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებს. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს თითოეული ორგანიზაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და პასუხისმგებლიანი ორგანიზაციული კულტურის ფორმირების გარანტიებს.



მაღალი HR შესაბამისობის პირობებში, ორაგიზაციული მდგრადობის, შრომის ღირსეული პირობების შექმნით, ფინანსური, რეპუტაციული და სხვა უმნიშველოვანესი ორგანიზაციული რისკების მართვის ეფექტური და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებით და ჯანსაღი სამუშაო გარემოს ფორმირებით, ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმატებით ჩაერთონ და/ან განამტკიცონ მათი თანამშრომლობა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ბაზრებზე - ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გრანთ თორნთონ საქართველო შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტაციასა და ასევე სრულად ჩაერთვება HR შესაბამისობის სპეციალისტთა სასწავლო და სასერტიფიკატო პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში.


- „პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შრომითი რეფორმის რეალურ პრაქტიკაში წარმატებით განხორციელებაში და გრანთ თორნთონის საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა არის ამის გარანტი“- პაატა შურღაია, გრანთ თორნთონის ვიცე მმართველი პარტნიორი.


გრანთ თორნთონის შესახებ


გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 68,000 თანამშრომელი, 145 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.


ააიპ ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (ICDC) შესახებ


ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი I ICDC არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ორგანიზაციული/ინსტიტუციური და ადამიანების განვითარების მიმართულებით თანამედროვე, მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებზე დაფუძნებული მიდგომების, მეთოდების და სტანდარტების პრაქტიკული დამკვიდრება. ორგანიზაციული მართვის თანამედროვე, ინოვაციური სისტემების, მოდელების, პროგრამებისა და ინსტრუმენტების შემუშავება - დანერგვა. ICDC-ი გახლავთ არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განმახორციელებლი ადამიანების განვითარების, დასაქმების, კარიერული და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს, მის მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროგრამებისა და სისტემების, მოდელების მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up