გრანთ თორნთონსა და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ აქსელს (AXEL) შორის  თანამშორმლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გრანთ თორნთონსა და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ აქსელს (AXEL) შორის თანამშორმლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

access_time2022-02-25 13:25:46

24 თებერვალს, საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ აქსელს შორის   თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ, ვიცე მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ და აქსელის მხრიდან, დამფუძნებელმა გური ქოიავამ და მმართველმა დირექტორმა თათული ოქრიაშვილმა.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა,  ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა საქართველოში ინოვაციური, მასშტაბური ბიზნესის დაწყებისას. ანგელოზი ინვესტორების დახმარება გადამწყვეტი ეტაპია სტარტაპის ზრდისა და წარმატების პოტენციალისათვის. ანგელოზი ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოადგენენ მეწარმეებს ან წარმატებულ ბიზნეს პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ საკუთარი კაპიტალი და დრო ჩადონ სტარტაპებში მათი განვითარების საწყის ეტაპზე და გაუზიარონ საკუთარი ინვესტირების გამოცდილება.

 

ანგელოზებს, როგორც წესი, აინტერესებთ მეტი, ვიდრე უბრალოდ ფინანსური უკუგება - ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის წახალისება და ტექნოლოგიურ სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა არის ის დამატებით მიზეზები, რის გამოც ისინი წყვეტენ, გახდნენ ანგელოზი ინვესტორები, მათთვის მთავარი მიზანია ახალი იდეების, ინოვაციების და ტექნოლოგიების ევოლუცია. შესაბამისად, საქართველოში ბიზნეს ანგელოზის ინვესტიცია შეასრულებს  ფუნდამენტურ როლს ქვეყნის სამეწარმეო დაფინანსების ეკოსისტემაში.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, გრანთ თორნთონ საქართველო უზრუნველყოფს აქსელის პორტფოლიოში არსებული სტარტაპების სათანადო განვითარებას ფინანსების, ბიზნესის დაგეგმვისა, თუ სხვა ღირებულების შექმნის თვალსაზრისით.  გრანთ თორნთონი აქტიურად ითანამშრომლობს აქსელის ქსელში გაწევრიანებულ სტარტ-აპებსა და ინვესტორებთან. გრანთ თორნთონის საკონსულტაციო ჯგუფი დაეხმარება სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვის თითოეულ ეტაპზე სწორად დაგეგმონ ნაბიჯები და გააკეთონ საჭირო ანალიზი, რათა იდეები მაქსიმალურად სტრუქტურულად წარუდგინონ ინვესტორებს, გაუწიონ მათ სამართლებრივი თუ სხვა კონსულტაციები, მათ შორის, ხელშეკრულებების მომზადება, გადახედვა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, წარმომადგენლობა და სხვ.

ერთის მხრივ გრანთ თორთონი ხელს შეუწყობს ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების ანალიზში და დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, მეორეს მხრივ - სტარტაპერებს გაუზიარებს გამოცდილებას პროექტების გამართვაში, ინვესტორის მოსაზიდად პროცესების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საკონსულტაციო საკითხებში. სტარტაპების გრძელვადიანი წარმატების მხარდასაჭერად, გრანთ თორნთონის პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის მეთოდოლოგიების შემუშავებას კონკრეტული ბიზნეს მოდელის შესაბამისად. ამასთან, ფინანსური მოდელირების საფუძველზე ხარჯების ოპტიმიზაციის ხელშეწყობას და მომავალში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტირებას. 



აქსელის შესახებ

აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, უკვე 50-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და პირველი სინდიკატირებული ინვესტიცია უკვე შედგა.

ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველ მეწარმეებში ჭკვიანი ფულის ინვესტირების ფასილიტაციით.

2021 წლის დეკემბრიდან, აქსელი ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) წევრია.

 

 

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით,  მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 62,000 თანამშრომელი, 140 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

 

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up