„გრავიტას“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმი და სერვისცენტრი

„გრავიტას“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმი და სერვისცენტრი

access_time2022-11-29 18:36:52

სამშენებლო კომპანია „გრავიტას“ პორტფელს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - „პორშე ცენტრი თბილისის კონცეპტუალური შოურუმი და სერვისცენტრი შეემატა. გერმანული ბრენდის შოურუმის მშენებლობაზე მუშაობა, ჯამში, 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა


 

Destination Porsche – ეს არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც განახლების სამუშაოები ჩატარდა. დიზაინი „პორშეს ბრენდბუქის მიხედვით, მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეირჩა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ევროპული სტანდარტებით შესრულდა.


 


 

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალები, რომლებიც ინტერიერსა თუ ექსტერიერში იყო გამოყენებული, „გრავიტამ“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად პროექტისთვის ჩამოიტანა.


 


ირაკლი ურუშაძე, სამშენებლო კომპანია „გრავიტას“ გენერალური დირექტორი: „გრავიტას სტანდარტები სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვას, ასევე უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებას ითვალისწინებს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ წამყვანი ევროპული ბაზრებისთვისაც სამაგალითოა. თითოეულ მოთხოვნას კი გრავიტასაერთაშორისო პარტნიორებისა და კვალიფიციური თანამშრომლების მეშვეობით უკვე მრავალი წელია სრულყოფილად ასრულებს. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რითც თბილისში გამორჩეული პორშეს ცენტრი შეიქმნა.

 


სერვისის მთლიანი ფასადი „მონტანის“ პანელითაა გაკეთებული, ანალოგიური ხარისხისა და დიზაინის ფასადის ელემენტები საქართველოში საკმაოდ იშვიათია. რაც შეეხება ეზოსა და შოურუმის ნაწილს, გამოყენებულია სპეციალური ლითონის ბადეები, შოურუმში დამონტაჟებულია აკუსტიკური ჭერი. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა უნიკალური შტრიხები.გამოყენებულია მაღალი ხარისხის ფილები, საღებავები, შეკიდული ჭერი და ა.შ. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და პორშეს მსოფლიოში არსებულ შოურუმებს შორის მოწინავე პოზიცია დაიკავა.

 


 

„პორშე ცენტრი თბილისის“ ასაშენებლადუპრეცედენტოდ დიდი, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შოურუმისა და სერვისცენტრის საერთო ფართობი 2,628 მ²-ია. სერვისცენტრისთვის სრულიად ახალი შენობა აშენდა, შოურუმი კი ძველი შენობის რეკონსტრუქციის შედეგად განახლდა. 

 


„პორშე ცენტრი თბილისის განახლებულ შენობის მაგალითზე, გერმანული პრემიუმ ბრენდი გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით, პორშეს სხვა ცენტრების რეკონსტრუქციაც განახორციელოს.

 


 

სამშენებლო კომპანია „გრავიტა ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. მისი საქმიანობის სფერო კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც დიზაინის შექმნას, ისე დაპროექტებასა და მშენებლობის სრულ სერვისს.

 

მის პორტფელში შედის ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Toyota-ს, Volvo-სა და Porsche-ს ცენტრები თბილისში, „თეგეტა მოტორსის ოფისიბათუმში, კურორტი „საირმე და ა.შ. საერთაშორისო პროექტებიდან კი გამორჩეულია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი სომხეთში.

 

ამჟამად „გრავიტა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის, „ვოლვო ქარსის ცენტრის მშენებლობაზე მუშაობს. მიმდინარეა მაზდას ცენტრისა და თეგეტას ახალი სერვისცენტრის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.

 

გრავიტა“ ასევე მუშაობს კომპანია m²-ის პროექტზე, სადაც 5 კორპუსისგან შემდგარ საცხოვრებელ კომპლექსზე არქიტექტურულ და ელექტრომექანიკურ სამუშაოებს ახორციელებს.

 


გარანტირებული სისწრაფე, მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები – ეს ის მთავარი მიზეზებია, რაც „გრავიტას, როგორც სამშენებლო კომპანიის, წარმატებას განაპირობებს. 

 

(R)


თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up