ოქროყანაში, მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელსაც სამშენებლო კომპანია „გრინ ლაიფი“ ახორციელებს, 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მისი ფასი 1000 დოლარიდან 2000 დოლარამდე მერყეობს.
კომპლექსი მოიცავს 900 კვ.მ. ფართობს, საბავშო გასართობ მოედნებს, საპარკინგე ადგილს, საცურაო აუზს ხედით თბილისზე, ღია და დახურულ ვერანდას, ფინურ და რუსულ აბანოს, ბიზნეს შეხვედრების ოთახს. ასევე საკონფერენციო დარბაზს, რესტორან „სქაი ბარს“, კონსიერჟის 24-საათიან მომსახურებას, სამრეცხაოს და ყველა იმ კომფორტს, რასაც მაღალი დონის სასტუმრო სთავაზობს მომხმარებელს.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის ნინო ასპინძელაშვილის თქმით, ოქროყანის კომპლექსში, ფართის მფლობელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, ფართი სასტუმროს ნომრად დატოვოს თუ ბინად გადააკეთოს. შეთანხმების შემთხვევაში კი, მის კომერციულ გამოყენებას „გრინ ლაიფი“ უზრუნველყოფს.
„ეს პროექტი გამოირჩევა ადგილმდებარეობით და იმით, თუ რას სთავაზობს მომხმარებელს კომფორტული და სასიამოვნო დროის გასატარებლად. კომპლექსი მდებარეობს რეკრიაციულ ზონაში, რისი სარგებლობის უფლებაც ექნება თითოეულ ჩვენს მესაკუთრეს. ნამდვილად ვერ იტყვით იმას, რომ თბილისში ბევრია მსგავსი მაღალი დონის აპარტჰოტელი ასეთი ადგილმდებარეობით და მაღალი მშენებლობის ხარისხით“-ამბობს ასპინძელაშვილი.
ცნობისთვის, „კომპანია „გრინ ლაიფი“ 2017 წელს შეიქმნა. აქამდე განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი, ერთ-ერთია– „გრინ ლაიფ საბურთალო“. კომპანია ძირითადად, მუშაობს სამშენებლო, საინვესტიციო დეველოპმენტზე, ასევე შიდა სარემონტო კონტრაქტორად.
ნათია ლომიძე