კომპანია "გრინსერვისი+"-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. tenders.procurement.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ მოპირკეთების სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რისთვისაც ბიუჯეტისგან 3 145 000 ლარს მიიღებს. ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3 499 966 ლარი იყო.
"გინსერვისი+" კიდევ ერთ ტენდერში მონაწილეობს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 8.6 მილიონი ლარია,
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანი, სადაც დენის დარტყმას 13 წლის გოგო ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ორი მოზარდი დაშავდა, „გრინსერვისის+ მიერ იყო რეაბილიტირებული. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 9 ადამიანი დააკავეს.