ტექინსპექტირების კომპანია „გრინვეი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე, 300-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტით და ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30 სერვისცენტრით, 2019 წლიდან ოპერირებს.
დღეს „გრინვეის“ სერვისცენტრები საქართველოს მოქალაქეებს ერთი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობენ, როგორც თბილისში, ისე - ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებშიც.
მომხმარებელთა ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით, გრინვეი საქართველოს, კიდევ ერთი, 31-ე სერვისცენტრი, ახლა უკვე რუსთავის გზატკეცილზე, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, ქარხანა „ელექტროავტომატის“ მიმდებარედ გაიხსნა.
ჩვენი მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს მოქნილი და მარტივი სერვისი, მათთან ახლოს, შევთავაზოთ.
ახალი ფილიალი უკვე გაიხსნა და მომხმარებლებს სრულფასოვან მომსახურებას უწევს.
(R)