მოპედის მფლობელები თუ გრინვეი საქართველოში დაარეგისტრირებენ თავის ტრანსპორტს, მოპედის 2 და 4 ტაქტიან ზეთებზე -20% იანი ფასდაკლებით დასაჩუქრდებიან ამბოლისაგან.
2021 წლის დეკემბერში, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც სავალდებულო გახდა AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. ცვლილება ეხება მოპედებს, მსუბუქ კვადროციკლებს, ასევე სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორიას, კერძოდ - მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.
მოპედების რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც მომსახურების სააგენტოში, ასევე გრინვეი საქართველოს თბილისის ფილიალებში. გრინვეიში რეგისტრაციისას მოპედებს ასევე ჩაუტარდებათ პირველად დათვალიერება.
2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე მოპედების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და მომსახურების საფასური 40 ლარს შეადგენს.
1 მარტიდან რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. თუმცა, 27 მარტის ჩათვლით იმოქმედებს საშეღავათო პერიოდი, რომლის დროსაც საფასური კვლავ 40 ლარი დარჩება, 28 მარტიდან საფასური 60 ლარი გახდება.
მოპედის რეგისტრაციისას მოპედის მფლობელმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, ასევე სასურველია (მაგრამ არასავალდებულო) თან ჰქონდეს ნებისმიერი სხვა საბუთი მოპედის შესახებ (ინვოისი, ხელშეკრულება, განბაჟების დოკუმენტები და ა.შ).
მოპედის რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მისამართი, საიდან გაიტანს დამზადებულ ნომერსა და ტექპასპორტს. აღნიშნული დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელი იქნება როგორც მომსახურეობის სააგენტოდან, ასევე გრინვეი საქართველოს იმ ფილიალიდან, საიდანაც გაკეთდა თავდაპირველი რეგისტრაცია.
გრინვეი საქართველოს მისამართები მოცემულია ბმულზე (https://greenway.ge/ka/service-centers )
(R)