გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის შემთხვევაში, ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 60%-მდე ავიდა, რაც შეეხება კოვიდის ვაქცინას, ისევ იმ ნიშნულზე ვართ, სადაც 2-3 თვის წინ ვიყავით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თვის განმავლობაში კოვიდის ვაქცინების მარაგის ათვისება ხდება.
„თვის განმავლობაში კოვიდის საშუალოდ 10-15 ათასი ვაქცინაციაა და მარაგები რაც გვაქვს, იმას ვითვისებთ“,- განაცხადა აზარაშვილმა.