გრიპის ვაქცინა ალცჰეიმერის დაავადების რისკს 40%-ით ამცირებს. თურქული trt.net.tr-ი Nature World News-ის ახალი ამბების მიხედვით იტყობინება, რომ აშშ-ში, ჰიუსტონის უნივერსიტეტის ტეხასის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა გრიპის ვაქცინასა და ალცჰეიმერის დაავადებას შორის კავშირზე კვლევა ჩაატარეს.
კვლევაში, 65 წელს გადაცილებული 935 ათასზე მეტი აცრილი და არავაქცინირებული ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვება 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დადგინდა, რომ დემენციასთან დაკავშირებული დაავადება დაფიქსირდა აცრილი სუბიექტების 5,1 პროცენტში და 8,5 პროცენტში, ვინც არ იყო ვაქცინირებული.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ალცჰეიმერის დაავადების რისკი 40%-ით არის შემცირებული მასთან, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული.