GRPO $80 მილიონის მწვანე ობლიგაციებს უშვებს

GRPO $80 მილიონის მწვანე ობლიგაციებს უშვებს

access_time2022-10-04 23:15:05

საქართველოს კაპიტალის განახლებადი ენერგიის ბიზნესი (საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები,GRPO) 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ მწვანე უზრუნველყოფილ ობლიგაციებს უშვებს.


‘საქართველოს კაპიტალის’ განახლებადი ენერგიის ოპერაციები 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ მწვანე უზრუნველყოფილ ობლიგაციებს უშვებს.ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებლის სავარაუდო დიაპაზონია 6.25%-7.50%, ვადიანობა კი 5 წელი. ჯგუფი უფრო დაბალი განაკვეთით ანთავსებს (GGU –ს კუპონური განაკვეთი 7.75% იყო).


კომპანიის ცნობით, ემისია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, როგორც პირველი მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და ყველაზე დიდი კორპორატიული ტრანზაქცია. ემისიის მიმართ ინტერესი გამოთქმული აქვს არსებულ და ახალ ძლიერ კრედიტორებს, უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორისაა ADB, FMO და IFC.


‘საქართველოს კაპიტალის’ ენერგეტიკის ბიზნესი ფლობს აქტივებს განახლებადი ენერგიის სექტორში 71 მგვტ. ჯამური დადგმული სიმძლავრით. ობლიგაციების ემისიიდან მიღებულ სახსრებს კომპანია გამოიყენებს არსებული ვალდებულებების დასაფარად და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად. კომპანიის არსებული ვალდებულება წარმოადგენს დედა კომპანიის (GCAP) სესხს, რომელიც კომპანიამ გამოიყენა 2020 წელს GGU-ს (Georgia Global Utilities) მიერ გამოშვებული $250 მლნ-იანი ევრობონდის ნაწილის, დაახლოებით $95 მილიონის დასაფარად, რომელიც ალოცირებული იყო განახლებადი ენერგიის ბიზნესზე (ზაფხულში ჩახურა).



როგორც იცით, მანამდე, ჰოლდინგში შემავალ წყლის და წყალანირების ბიზნესში Georgia Capital-მა მოიზიდა სტრატეგიული ინვესტორი -Aqualia. ნახევარ მილიარდ ლარად ( $180 მლნ ) 80%-იანი წილის Aqualia-სთვის მიყიდვაზე და შესაბამისად ბიზნესების გამიჯვნაზე GCAP-მა დეკემბერში განაცხადა. დაიტოვა ენერგეტიკული აქტივი, მთლიანად და კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესის 20%.


კომპანია ჩართულია კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრის განვითარების გუნდების მიერ. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საგანმანათლებლო აქტივობებისა და ადგილობრივი ემიტენტების თანადაფინანსების სქემის მეშვეობით, რომელიც მოიცავს 100 000-200 000 ლარამდე საგრანტო დაფინანსებას. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ESG-ისთან დაკავშირებული ფასიანი ქაღალდების პოპულარიზაცია ადგილობრივ ბაზარზე პირველადი ემიტენტების მიერ.


პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი 21 კომპანიას აქვს წარდგენილი, გამარჯვებულებმა შედეგები უკვე იციან და ფართო საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.


GBC.GE



თეგები:
GRPO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up