ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე და თანხვედრაშია ანალიტიკოსების პროგნოზთან.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 5.5%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში 12-თვიანი ინფლაციის მაჩვენებლის დაღმავალი ტენდენცია გაგრძელდა, ძირითადი ფასები - რომელიც გამორიცხავს საკვებსა და ენერგეტიკულ ფასებს თებერვალში გაიზარდა 0.5%-ით.
ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა.