ბრაზილია რუსეთისგან დიზელის შეძენას გეგმავს. როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლოს ალბერტო ფრენსამ განაცხადა, ქვეყანა რუსეთისგან შეიძენს იმდენ დიზელს რამდენიც ეს შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს საკმარისი დიზელი ბრაზილიის აგრობიზნესისთვის და რა თქმა უნდა ჩვენი მძღოლებისთვის. ამიტომ ჩვენ ვეძებდით უსაფრთხო და საიმედო მომმარაგებელს - რუსეთი ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობილი არ არის როგორ აპირებს ბრაზილია რუსეთისგან დიზელის შეძენისას დასავლეთის მიერ მოსკოვზე დაწესებული სანქციებთან გამკლავებას.
ipn.ge