ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. თუმცა, 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებიდან რუსი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი სარგებელს ვერ მიიღებს.
„მთავრობამ გასცა ლიცენზია, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის ნებართვას იძლევა.
სანქციების გათვალისწინებით, კლუბის მომავალი მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებში იქნება უზრუნველყოფილი. კმაყოფილი ვართ, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხით სარგებელს ვერ მიიღებენ რომან აბრამოვიჩი ან სხვა სანქცირებული პირები, - დაწერა twitter-ზე ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში ნადინ დორისმა.
რომან აბრამოვიჩი კლუბის თითქმის ოცი წლის განმავლობაში ფლობდა. რუს ოლიგარქს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა.
TheGuardian.com