იტალიური ძვირად ღირებული ბრენდი, Gucci ამერიკაში თავის ზოგიერთ მაღაზიაში გადახდებს კრიპტოვალუტით მიიღებს. მომხმარებელი გადახადის დროს მრავალი კრიპტოვალუტის, მათ შორის Bitcoin-ის, Ethereum-ისა და Litecoin-ის გამოყენებას შეძლებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სერვისი ზოგიერთ ფლაგმანურ მაღაზიაში, მათ შორის ლოს ანჯელესის Rodeo Drive-სა და ნიუ-იორკის Wooster Street-ში, ამ თვის ბოლოს ამოქმედდება.
ამდენად, Gucci, რომელიც ფრანფგულ Kering-ს ეკუთვნის, იმ კომპანიების მზარდ რაოდენობას უერთდება, რომლებმაც ვირტუალური ვალუტების მიღება დაიწყეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ, გადახდებს, ასევე, ეგრეთ წოდებულ, „meme“ კრიპტოვალუტაში, Shiba Inu-სა და Dogecoin-ში მიიღებს, რომელიც თავდაპირველად სახუმაროდ შეიქმნა.
კლიენტებს, რომლებიც მაღაზიებში კრიპტოვალუტით გადაიხდიან, ელ-ფოსტაზე QR კოდი მიუვათ, რომ ის ციფრული აქტივების საფულისთვის, ანუ მობილურ მოწყობილობის ფინანსური ტრანზაქციის აპლიკაციისთვის გამოიყენონ. Gucci ამ სისტემის დანერგვას უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ ამერიკის ყველა მაღაზიაში გეგმავს, სადაც უშუალოდ ოპერირებს.
Gucci არის ერთ-ერთი უახლესი დიდი ბრენდი, რომელიც გადახდის სახით კრიპტოვალუტის მიღებას იწყებს. ციფრულ ვალუტას უკვე მსოფლიოს სხვა უმსხვილესი ბრენდებიც იღებენ, როგორიც არის ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft, ამერიკული ტელეკომის ფირმა, AT&T და ყავის ქსელი, Starbucks.
როგორც ცნობილია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინი კანონიერი გადახდის საშუალება ორ ქვეყანაში, ელ სალვადორსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გახდა. მას შემდეგ, რაც ელ სალვადორმა განაცხადა, რომ ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, აშშ დოლართან ერთად, კრიპტოვალუტა ყველა ტრანზაქციაში გამოიყენონ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"