გუდაურში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი სილამაზის სალონი და საბავშვო ბაღებია, თუმცა ამ ბიზნესის გასავითარებლად სახელმწიფოს მხრიდან მეტი მოქნილობა და ხელშეწყობაა საჭირო. ამის შესახებ „კომერსანტთან“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ ისაუბრა.
„გუდაურში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია სილამაზის სალონი. უამინდობაში, როდესაც ვერ სრიალებენ, უნდათ რომ ეს დრო მოწესრიგებაში გამოიყენონ. ძალიან დიდ მოთხოვნაა საბავშვო ბაღზეც, რომ შეეძლოთ ბავშვი დატოვონ და თვითონ ისრიალონ. ეს ბიზნესები რომ შემოვიდნენ და განვითარდნენ აუცილებელია იგივე „აწარმოე საქართველოდან“ დახმარებები, ასევე ის რომ ადეკვატური ფასები დაედოს უძრავ ქონებას. ვინც ააშენა, ეს უძრავი ქონებები დაკონსერვებულია, რაც მას ვალიდურობას უკარგავს,“ - განაცხადა გეგა სალუქვაძემ.
მისი თქმით, რეგიონში კონკურენცია იზრდება და მეზობელი ქვეყნები ზამთრის კურორტების განვითარებას აქტიურად ცდილობენ, ამიტომ ქვეყანამ უნდა იზრუნოს, რომ ამ კონკურენციას პირობებში სერვისები გააუმჯობესოს და ტურისტები თავისკენ მოიზიდოს.