გურამ გურამიშვილი: გამოვხატავთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყაზახურ - ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან, როგორც ყაზახეთთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების ინტენსიფიკაციის დამატებით პლატფორმასთან

გურამ გურამიშვილი: გამოვხატავთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყაზახურ - ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან, როგორც ყაზახეთთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების ინტენსიფიკაციის დამატებით პლატფორმასთან

access_time2021-11-24 23:00:00

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის როლის ეფექტური გამოყენება და რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება წარმოადგენს, რომლის შემდგომი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაფუძნება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს სატრანსპორტო საკითხებზე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ვაჭრობის განვითარებას,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ყაზახურ - ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მისი თქმით, საქართველო და ყაზახეთი არიან TRACECA-ს საერთაშორისო დერეფნის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი), CAREC-ის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების აქტიური წევრები.



„კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო შეექმნა ყველა პირობა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო და შეუფერხებელი განხორციელებისათვის, რაც თავისთავად აისახა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობების ზრდაზე. კერძოდ, საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ით, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები 13.7%-ით გაიზარდა. საქართველოსა და ყაზახეთს შორის, კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, აღინიშნება დადებითი ტენდენცია საავტომობილო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვების ზრდის კუთხით. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით გადაზიდვების მოცულობამ შეადგინა 300.4 ათასი ტონა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49.4% მეტია,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.




მისი თქმით, დღეს საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოებია, რომლებმაც ახალი ფორმაციის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები შექმნეს და განავითარეს. „ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ჯერ აუთვისებელი პოტენციალი მომავალი თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ მოვახდინოთ ამ პოტენციალის რეალიზებას საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ვადასტურებთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყაზახეთთან ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების მიზნით და ვთავაზობთ ყაზახეთს, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს დერეფანი ტვირთების გადასაზიდად ევროპის და უკუმიმართულებით ვინაიდან საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით რეგიონში და ამასთან, იგი რჩება უსაფრთხოების სტანდარტების ერთგული,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.



პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთეს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა, აგრეთვე „ყაზახურ - ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up