გურამ გურამიშვილი - საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მეტი პოპულარიზების მიზნით, აუცილებელია საჯარო, ასევე კერძო სექტორის უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობა

გურამ გურამიშვილი - საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მეტი პოპულარიზების მიზნით, აუცილებელია საჯარო, ასევე კერძო სექტორის უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობა

access_time2022-04-28 13:20:00

საქართველოს საზღვაო სექტორში არსებული ტენდენციები, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შექმნილ გამოწვევებზე შეთანხმებული რეაგირება, მათ შორის, ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით და სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.


სექტორის წარმომადგენლების წინაშე მოხსენებები გააკეთეს მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ეკატერინე სეფაშვილმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოდგილე ვლადიმერ ხუნდაძემ, ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ.



მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რეგულარულად ახორციელებს შეხვედრებს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებთან და მათთან დარგის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს. „საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მეტი პოპულარიზების მიზნით, აუცილებელია საჯარო, ასევე კერძო სექტორის უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობა. რეგიონში შექმნილი ვითარება იძლევა ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის პროგნოზირების საშუალებას. ბოლო დროს როგორც სამინისტროს, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დონეზე ბევრი გაკეთდა საქართველოს დერეფნის პოპულარიზების კუთხით, რომლის წარმატებაც შეუძლებელია განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურის გარეშე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს კოორდინირებული პოლიტიკა სექტორთან და ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, მიმართულია საერთო ამოცანის მიღწევის სასარგებლოდ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.




შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საზღვაო კოდექსში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შესახებ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ინიცირებული ცვლილებების მნიშვნელობაზე.



„სახელმწიფო მხარს უჭერს კერძო სექტორს და ეხმარება არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, რაც მოიცავს საჯარო და კერძო სექტორების კომუნიკაციას, კოორდინაციასა და მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საბაჟო დეპარამენტი, სინქრონულად ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში არსებული ტვირთების სწორად მართვას,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up