გურია ფიშ ფარმინგი: ბანკები დღეს აკვაკულტურას არ აფინანსებენ

გურია ფიშ ფარმინგი: ბანკები დღეს აკვაკულტურას არ აფინანსებენ

access_time2022-08-22 15:00:00

პარლამენტში დარეგისტრირებულ თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღების ინიციატივას „გურია ფიშ ფარმინგის" დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ამ ინიციატივას კანონის სახე მიეცემა, თუმცა, ეს სრულყოფილად ვერ აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რაც ქართული აკვაკულტურის სექტორში არსებობს.

მისი განცხადებით, ქართული ბაზარი გაჯერებულია თურქეთიდან, უკანონოდ შემოტანილი თევზის პროდუქციით, რომელსაც არანაირი სერთიფიკატი არ გააჩნია, თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღების აუცილებლობა კი ამ პრობლემას ნაწილობრივ გადაჭრის.

„თურქეთიდან იმპორტირებული თევზი ქართულ ბაზარზე იყიდება როგორც ქართული წარმოება, არ ხდება მისი აღრიცხვა. რომელ საბუთზეა საუბარი, როდესაც შემოაქვთ კალმახი და ყიდიან როგორც ორაგულს. ამით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ,“ - აცხადებს ჩხაიძე.

მისი განცხადებით, საქართველო წლიურად მხოლოდ 2500 ტონა თევზს აწარმოებს (წლიური მოხმარება 35 000 ტონაა), მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი სომხეთში 35 000 ტონას შეადგენს. ამ დროს მეზობელ ქვეყანას საქართველოსგან განსხვავებით არც მდინარეები აქვს და არც გარემო პირობები. ჩხაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული სტატისტიკაც ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოში აკვაკულტურის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ქვეყანა, რომელიც სომხეთზე 17-ჯერ უფრო ნაკლებ თევზს აწარმოებს, ესე იგი სხვა პრობლემა აქვს და ეს გადასახადები არ არის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. დღეს სამწუხაროდ ბანკები აკვაკულტურას არ აფინანსებენ. საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის შესაბამისი კადრის არ არსებობაც,“ - აცხადებს ჩხაიძე.

მისივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარგი გადასახადებისგან სრულადაა გათავისუფლებული, არსებული კანონმდებლობა ევროპული მოდელის კოპირებაა და შესაბამისობაში ვერ მოდის საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან.


„ნორვეგიიდანაა გადმოწერილი კანონი და რასაც იქ სთხოვენ კომპანიებს გარემოს დაცვის კუთხით, აქ მაგას ვერ მოსთხოვ. საქართველოში არ არის იხტიოლოგი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც კი არ ჰყავს ადამიანი, ვინც შეიძლება მეთოდოლოგია დადოს გარემოზე ზემოქმედების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს დღეს ხელს უშლის კანონი, რომლის შედეგადაც ის ფიზიკურად ვერ განვითარდება.

დღეს კანონში წერია ასეთი ჩანაწერი, რომ კომპანია ვალდებულია მის მიერ წარმოებულ თევზში დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტროს აცნობოს. ამ დროს კი საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია დაადგინოს დაავადება თევზში“-აცხადებს ჩხაიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტს თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღების ინიციატივით მიმართეს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი და ინიციატორი „M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ წევრი ზურაბ მუშკუდიანია. მიზეზი ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების შემცირებაა.

ინიციატორს მიაჩნია, რომ კანონში ცვლილების მიღება 40%-ით შეამცირებს ქვეყანაში უკანონო თევზჭერას.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის განმარტებით, აგრარულ ბაზრობებზე, სარიტუალო დარბაზებსა და რესტორნებში თავისუფლად ხდება თევზის რეალიზაცია. ბაზარზე არ არსებობს თევზის წარმომავლობის დოკუმენტის დადასტურების მოთხოვნა. ყოველწლიურად ბაზარზე 10 მილიონ ლარამდე ღირებულების უკანონოდ მოპოვებული თევზის რეალიზაცია ხდება.

წყარო: business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up