ოზურგეთში კალანდობა აღინიშნა. სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა.
„კალანდა 2023“ კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებით აღნიშნეს, როგორებიცაა აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი.
გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგლობრივი მოსახლეობა დაესწრო.
ღონისძიება გალაკონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.