„კონკურენტუნარიანობისთვის იძულებულნი არიან პარტნიორს გარკვეულ პირობებზე დათანხმდნენ - რა პრობლემას უქმნის ლარის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებს

„კონკურენტუნარიანობისთვის იძულებულნი არიან პარტნიორს გარკვეულ პირობებზე დათანხმდნენ - რა პრობლემას უქმნის ლარის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებს

access_time2023-03-08 20:30:46

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდზეა. ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსი დღეს 2.5973 ლარია, ხოლო ევროსი 2.7690 ლარი. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ანალოგიურ ნიშნულზე ბოლოს 2018 წლის 11 სექტემბერს ფიქსირდებოდა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენას ახდენს კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე. როგორც „კომერსანტთან“ ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გვანცა მელაძემ განაცხადა, ლარის კურსის გამყარება, თუ ის ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელდა, პრობლემას შეუქმნის იმ ექსპორტიორებს, ვისაც ნედლეული გარედან არ შემოაქვთ.

„რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მდგომარეობს თუ რა გავლენას ახდენს ვთქვათ ლარის გამყარება, აქ დიდი ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ჩვენი სავაჭრო ბალანსი არის უარყოფითი, ანუ მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით და შესაბამისად ლარის კურსის გამყარება ვერ მოახდენს რამე მნიშვნელოვან უარყოფით ეფექტს. მაგრამ თუ დავაკვირდებით კონკრეტულ ექსპორტიორებს და კონკრეტულ დარგებს ჩავშლით, რეალურად პრობლემა შეიძლება შეექმნათ, თუ რა თქმა უნდა კურსის გამყარება გაგრძელდა და ეს ტენდენცია გრძელვადიანი იქნება. ამ შემთხვევაში პრობლემა შეექმნებათ იმ ექსპორტიორებს, ვისაც რეალურად ნედლეული არ შემოაქვს გარედან, ანუ არ ყიდულობს დოლარში, ან სხვა ვალუტაში და ყიდულობს ლარში. ძალიან ბევრი ასეთი ექსპორტიორი არ არის, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ თხილის ინდუსტრიაზე. თხილის გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც ადგილობრივად ნედლეულს ყიდულობს, რადგან ჩვენთვის თხილი სასოფლო-სამეურნეო კატეგორიაში ერთ-ერთი დიდი საექსპორტო პროდუქციაა, ყველაზე ნაკლები ხარჯი აქვს თხილის გადამამუშავებელ საწარმოებს. იმ შემთხვევაში თუ ამ კომპანიებს არ აქვთ სესხი დოლარში, ანუ ისინი იღებენ შემოსავალს ექსპორტის შედეგად და სესხი აქვთ ლარში, მაგალითად, მათ შეექნებათ პრობლემა, რადგანაც მათ რეალურად გაუძვირდებათ პროდუქცია.

ასევე ის ექსპორტიორი კომპანიები, რომელთაც აქვთ დადებული გრძელვადიანი კონტრაქტები და დაფიქსირებული აქვთ ფასი უცხოელ პარტნიორებთან და ვერ მოახერხებენ ფასების ცვლილებას, მათზე შეიძლება უარყოფითად აისახოს ხანგრძლივი გამყარების ტენდენცია. ანუ თვითღირებულება გაუძვირდება და შემოსავალი დარჩებათ იგივე, იგივე ფასად გაყიდიან“, განმარტავს მელაძე.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კომპანიებისთვის კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, თუმცა რყევების დროს რისკის მართვის პრინციპების გამოყენება ხდება.

„ეს არის ჩვეულებრივი რისკის მართვის პრინციპების გამოყენება, როდესაც გრძელვადიანი კონტრაქტების დადებაზეა საუბარი. რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს ქართველი ექსპორტიორებისთვის. თუმცა რაღაცა მუხლი კონტრაქტებში უნდა ჩაიდოს, რომელიც მისცემს მსგავსი მოვლენებისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რომ კომპანიებმა შეძლონ გარკვეულ დონეზე კურსის ცვლილებისას ფასის ცვლილება“, - ამბობს გვანცა მელაძე.


რამდენად ხშირად იდება ექსპორტიორი კომპანიების კონტაქტებში ანალოგიური მუხლი, ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ამ მიმართულებით ექსპორტიორებს პრობლემები აქვთ. და რომ ისინი ამ მიმართულები დაცულები არ არიან და კონკურენტუნარიანობისთვის იძულებულნი არიან პარტნიორს გარკვეულ პირობებზე დათანხმდნენ.


„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოდან ისედაც პრობლემატურია ხანგრძლივი პარტნიორების პოვნა საზღვარგარეთ, იშვიათად ხდება, რომ დადებული იყოს გრძელვადიანი კონტაქტები. მით უმეტეს, რომ მყიდველმა მხარემ დაუდასტუროს მსგავსი დაზღვევის მუხლი. იშვიათია, თუმცა გამორიცხული არაა. ამას გამოკითხვა დასჭირდება, ზუსტად რომ დავადგინო ვის აქვს და ვის არ აქვს. ჩვენ რა კომუნიკაციაც გვაქვს ჩვენს წევრებთან, დაზღვევის მუხლის მიმართულება არის პრობლემა, რომ ისინი ამ მხრივ არ არიან დაცულები. კონკურენტუნარიანები, რომ იყვნენ იძულებულნი არიან გარკვეულ პირობებზე დათანხმდნენ პარტნიორებს, ვისთანაც ხანგრძლივად თანამშრომლობენ. შესაბამისად, მათთვის დამაზიანებელია ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა, გამყარებას თუ გაუფასურებას, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება. მათთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რომ არ იყოს დიდი რყევები და რაზეც შეთანხმდებიან ის ფასი მათთვის იყოს კონკურენტუნარიანი.


ძალიან გაძვირებულია იმპორტი. ჩვენი ბევრი ექსპორტიორი დამოკიდებულია ნედლეულის შუალედური პროდუქციის იმპორტზე. მაგალითად ღვინის, წვენის ექსპორტიორი ყოველთვის ყიდულობს ბოთლს, ჩაჩს და მსგავს სხვა აქსესუარებს, ასევე შესაფუთ მასალას. ძალიან გაზრდილია ეს ფასებიც. ასევე გაზრდილია ტრანსპორტირების ფასიც, კოვიდის და ომის შემდეგ, ზოგადად ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საკმარისადაა დავარდნილი. ბევრი კომპანიისთვის ჯამურად აისახება მათ ხარჯთაღრიცხვაზე, ფასის კონკურენტუნარიანობაზე და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით იძულებულნი არიან გაზარდონ ფასი. ახლა ცალე ვერ განვიხილავთ ლარის გამყარებას, როგორც უარყოფით ფაქტორს, თუმცა კომბინაციაში ხელს არ უწყობს. მაგრამ მიუხედავად ამისა მაკროეკონომიკური კუთხით ლარის გამყარება დიდ უარყოფით მაკროეკონომიკურ ეფექტს არ მოიტანს“, აცხადებს ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up