ირაკლი როსტომაშვილი: „გვაქვს წინადადება, იუსტიციის სახლი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავიტანოთ“

ირაკლი როსტომაშვილი: „გვაქვს წინადადება, იუსტიციის სახლი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავიტანოთ“

access_time2022-05-05 18:30:08

„გვაქვს წინადადება, იუსტიციის სახლი გადავიტანოთ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყველაზე მოშორებულ და არაპრესტიჟულ ზონაში“, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ობიექტი არასწორ ადგილზე მდებარეობს. მისი თქმით, არსებული შენობა მრავალფუნქციური უნდა გახდეს და მასში ტურისტული და გასართობი ობიექტები უნდა მოეწყოს. როგორც როსტომაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განმარტავს, ამ გადაწყვეტილებით დედაქალაქი ორმაგ ეფექტს მიიღებს – მოხდება პერიფერიის კაპიტალიზაცია, ხოლო ქალაქის ისტორიულ ნაწილს კი ობიექტური დანიშნულება დაუბრუნდება.

 

„ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ იუსტიციის სახლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ობიექტი. სამწუხაროდ არასწორ ადგილზე განთავსებული. მისი ფუნქციის შესრულებისთვის მსგავს ობიექტს არანაირი საჭიროება არ აქვს, რომ ცენტრში იყოს განთავსებული. ისეთივე წარმატებით შეასრულებს თავის ფუნქციას ნებისმიერ პერიფერიულ ზონაში. თუ ავიღებთ თბილისის სპეციფიკას, მარცხენა სანაპიროზე დაახლოებით ერთი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე 300 000. ჩვენი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან სანაპიროები, ხიდები, ბევრად უფრო ნაკლებად დაიტვირთება. 4 ჯერ მეტ მოქალაქეს არ მოუწევს ხიდებით და სანაპიროებით სარგებლობა.

 

არსებულ შენობაში ალბათ უნდა განთავსდეს ტურისტული და გასართობი ობიექტები. ეს არის სასტუმროები, გალერეები, საგამოფენო დარბაზი, სპორტული, სავაჭრო და კვების ობიექტები.

 

წარმოუდგენლად არასწორად მიგვაჩნია ის ორი ჰექტარი ავტოსადგომი, რომელიც პრაქტიკულად შაბათ-კვირას ქალაქის ცენტრში ცარიელია. ამ ტერიტორიაზე ალბათ უნდა მოეწყოს შერეული ფუნქციის სარეკრეაციო ზონა, რომელიც ძალიან კარგი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

 

რაც შეეხება ობიექტებს, რომლებიც განთავსებულია იუსტიციის სახლის პირველ სართულებზე ნოტარიუსები, აზომვითი ბიუროები ცხადია გადაჰყვება მარცხენა სანაპიროზე და იქ მოხდება ფართების კაპიტალიზაცია, რაც ძალიან კარგი იქნება იმ ზონაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. არსებულ ფართებში კი მოეწყობა ტურისტული დანიშნულების ობიექტები. ეს არის ტურისტული ბიუროები, პატარა სუვენირების მაღაზიები, კაფეები, სამხატვრო გალერეები. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ნოტარიუსი არავის სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up