„ღვარძელაშვილის მარანი“ - ფერმერების უდიდესი ნაწილი სადაზღვევო კომპანიებს არ ენდობა

„ღვარძელაშვილის მარანი“ - ფერმერების უდიდესი ნაწილი სადაზღვევო კომპანიებს არ ენდობა

access_time2021-08-31 20:00:00

თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე „ღვარძელაშვილის მარანის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში ლოკომოტივი სწორად განხორციელებული აგროდაზღვევა უნდა იყოს.



მისი განცხადებით, ფერმერების უდიდეს ნაწილს სამწუხაროდ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ნდობა არ აქვს.



„შეიძლება ვცდები, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩვენნაირი მცირე ტიპის მარნების და პატარა ვენახების შემთხვევაში ვერ გაამართლა. შეიძლება ჩვენი ბრალიცაა, დეტალურად არ ვუსმენთ, მაგრამ როდესაც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჩამოდის და თავის პროდუქტს გვთავაზობს, ძალიან ზედაპირულად გვიხსნის, ლამაზ მომავალს გვიხატავს, რეალობა კი სხვა აღმოჩნდება ხოლმე,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.



მარნის მფლობელი გამოსავალს ორმხრივ შეხვედრებში ხედავს, რომელიც საინფორმაციო ხასიათის იქნება.




„ინდივიდუალური შეხვედრები კი არ უნდა იყოს, უნდა დაიგეგმოს თუნდაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, ისე დაინტერესებული ფერმერები, შეხვედრა კი კითხვა-პასუხის ფორმატში უნდა გაიმართოს. ინფორმაციული ვაკუუმია, ასე ინდივიდუალური შეხვედრებით შედეგს ვერ ვიღებთ,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.



მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც ფერმერები აგროდაზღვევას უნდობლობას უცხადებენ, გაუმართავი ხელშეკრულებებია.



„შეიძლება ჩვენი ბრალიცაა, პირობებს ბოლომდე ვერ ვეცნობით, მაგრამ ფაქტია, რომ ნდობა არ გვაქვს. ეს სუბსიდიები და ერთჯერადი დახმარებები, არ უნდა იყოს, ეს დამღუპველია და ამ გზით თუ ვივლით, ვერ განვითარდებით. კომპლექსურადაა სამუშაო,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.



შეგახსენებთ, კახეთში სტიქიამ დაახლოებით 5000 ჰა-ს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ძირითადად დაზიანებულია ვენახის ფართობები - როგორც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები. გარემოს და დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ძირითადად, ეს არის თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც ზარალი 30-50%-მდეა.



მინისტრი მევენახეებს აგროდაზღვევაში ჩართვისკენ მოუწოდებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია, თუმცა კახეთში დასეტყვილი ვენახებიდან მხოლოდ 1200 ჰა-მე ფართობია დაზღვეული.



„აგროდაზღვევის პროგრამაში, სადაზღვეო პრემიის, ანუ სადაზღვეო შენატანის თანხის ნახევარს, ვენახების შემთხვევაში, სახელმწიფო იხდის. ეს არის მნიშვნელოვნად გაიაფებული სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია, დაზიანებული ფართობიდან, დაახლოებით 1200 ჰექტრამდე ფართობია დაზღვეული. დაზღვეული მევენახეები სრულ ანაზღაურებას მიიღებენ. რა თქმა უნდა, ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან. ესეც მაგალითია, რომ დაზღვევა აუცილებელი საჭიროებაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას, რათა მსგავსი პრობლემები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მომავალში ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up