„გვინდა თვეში 3-4  თვითმფრინავი ვაწარმოოთ, დარწმუნებული ვარ პროექტი წარმატებული იქნება“ - ზვიად ციკოლია

„გვინდა თვეში 3-4 თვითმფრინავი ვაწარმოოთ, დარწმუნებული ვარ პროექტი წარმატებული იქნება“ - ზვიად ციკოლია

access_time2021-01-04 14:00:51

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია  თვითმფრინავის ახალ მოდელზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თავად დიზაინერმა განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავის წარმოების პროცესს მცირე პრობლემები შეუქმნა, თუმცა მსუბუქი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თვითმფრინავის პროექტირება გრძელდება.

 

 

„წინ მივდივართ არ ვჩერდებით, პანდემიამ ხელი შეგვიშალა რაღაცების ჩამოტანაში, მაგრამ წინსვლას სულ მალე ნახავთ. დელტა გვერდში გვიდგას, ფართი გამოგვიყვეს ყველანაირად შეგვიწყვეს ხელი, დანადგარები უკვე დავამონტაჟეთ. ველოდებით საახალწლო პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივი რეჟიმით შევუდგებით მუშაობას. თვითმფრინავების წარმოების რაოდენობა დამოკიდებულია მოთხოვნაზე, თუმცა საქმე იმაშია, რომ გვინდა თვეში 3-4 ცალი მაინც ვაწარმოოთ, ჩვენი სურვილი ეგეთია, სხვანაირად კომერციული გამართლება არ ექნება. როდესაც თვითმფრინავი საერთაშორისო გამოფენაზე გამოიფინება, როდესაც საზოგადოებას და ექსპერტებს, წარვუდგენთ, მფრინავების დასკვნებს ვაჩვენებთ, შემდეგ უფრო მეტი დეტალი გამოიკვეთება. ქართველებს სადღეგრძელოები გვიყვარს, მაგრამ მიწაზე უნდა დავეშვათ და რეალობას შევხედოთ თვალებში. დარწმუნებული ვარ თვითმფრინავებს ეყოლება სერიოზული მომხმარებელი და წარმატებული პროექტი იქნება, მაგრამ თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ შევქმნათ თვითმფრინავი, აფრინდეს და უკვე შემდეგ დაველოდოთ შედეგებს“, - განაცხადა ზვიად ციკოლიამ.

 

 


თვითმფრინავის შეძენა ნებისმიერ ადმიანს შეეძლება. ზვიად ციკოლია აცხადებს, რომ ხარჯები ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ თვითმფრინავის ღირებულება 25 000-დან 30 000 დოლარის ფარგლებში იქნება. გეტყვით, რომ თვითმფრინავი იქნება, ერთ ადგილიანი პირადი მოხმარების. თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, საკმაოდ შორ მანძილზე შეძლებს ფრენას, დაახლოებით 400 კილომეტრზე, ხოლო სიჩქარე ყველა გამოთვლით დაახლოებით 180 კმ/სთ იქნება.

 

 

შეგახსენებთ, რომ ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში. ხოლო „Tsikolia Watches“, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up