ღვინიანიძე: 18 ივნისამდე მთავრობა იტყვის, გაიყვანენ თუ არა პოლიციას რიონის ხეობიდან

ღვინიანიძე: 18 ივნისამდე მთავრობა იტყვის, გაიყვანენ თუ არა პოლიციას რიონის ხეობიდან

access_time2021-06-13 13:36:59

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ლინა ღვინიანიძე 12 ივნისს ნამახვანჰესის საკითხთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. 

ღვინიანიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე, რომელიც 9 საათს გაგრძელდა, მძიმე, დაძაბული და რთული დისკუსია წარიმართა. 

მისი განცხადებით, შეხვედრის მიზანი მედიაციის წინაპირობებზე შეთანხმება იყო, რაც იმ პირობების შესრულებას გულისხმობს, რომელიც, მისი თქმით, მედიაციას სამართლიანს და თანასწორს გახდის და რომელთა მიღწევამდე ფორმალური მედიაციის, ანუ ნამახვანჰესის პროექტის შინაარსობრივი განხილვა ვერ დაიწყება.

ღვიანიანიძის თქმით: 

შეხვედრაზე მედიაციის წინაპირობებადდასმული იყო სამი საკითხი:

1. რკინის ბარიკადების მოხსნა და ხეობაში შესვლის თავისუფლება, დიდი რაოდენობის პოლიციის გასვლა ხეობიდან და რეპრესიის შეწყვეტა. 

2. პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში პირვანდელ ადგილზე და

3. ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება ჰესის საკითხის გადაწყვეტამდე.

შეხვედრის შედეგად შეთანხმება შედგა შემდეგზე:

1. პარასკევამდე (18 ივნისამდე) მთავრობა იტყვის, დააკმაყოფილებს თუ არა პირველ ორ პირობას: გაიყვანს თუ არა ამ რაოდენობის პოლიციას ხეობიდან, მოხსნის თუ არა ხეობის ბლოკირებას და მისცემს თუ არა პროტესტს ნამოხვანში გადანაცვლების შესაძლებლობას;


2. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ხეობაში სამუშაოების შეჩერებაზე.

3. მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება მედიაცია, რომელიც ნამახვანჰესის პროექტის ყველა საკითხს შეეხება. მათ შორის, ხელშეკრულებების პირობებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

შეხვედრის დიდი ნაწილის რიონის ხეობის მცველების მხრიდან დაეთმო ხეობაში საპოლიციო რეპრესიებს და მათი მხარდამჭერების დევნის და უკანონო დაკავების შემთხვევებს.

ასევე დადგა ხეობაში მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივი ინსპექტირების საკითხი მთავრობის მხრიდან რაც უახლოეს ვადებში უნდა განხორციელდეს.

ასევე შეთანხმდა, რომ მთავრობა ვალდებულია, წარმოადგინოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა შემუშავდეს. ეს იმის ცხადი აღიარება იყო, რომ სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია და ამ პირობებში აშენებს გიგანტურ ჰესებს.

შეხვედრას უნდა დასწრებოდა კომპანია „ენკა“, რომელიც ამდენი თვეა ყველა ეთერში მარტო იმას ამბობს, რამდენად უნდა და მზად არის დიალოგისთვის. „ენკა“ შეხვედრაზე არ მოვიდა.

შეხვედრას ასევე გაურკვეველი მიზეზით არ დასწრებია შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი.

შეხვედრას რატომღაც დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა ორი ორგანიზაცია გრედა (გიორგი აბრამიშვილი) და ვეგი (მურმან მარგველაშვილი). ჩვენთვის ცხადია რომ ისინი ამ პროექტის ღია ლობისტები არიან ამიტომ მათ (თუ მედიაცია დაიწყო) დამკვირვებლის სტატუსიდან მთავრობის გვერდით უნდა გადაინაცვლონ.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო სახალხო დამცველის წარმომადგენლის როლი რომელმაც კონსტიტუციური უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა დაასაბუთა.

რიონის ხეობის მცველები კი იყვნენ ისეთები როგორც ყოველთვის, გონიერები, მშვიდები, მართლები და თანმიმდვერულები

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ევროკავშირის მედიატორებს.

ახლა ჯერი მთავრობაზეა". - აცხადებს ღვინიანიძე


Formulanews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up