ღვინის და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ღვინის და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

access_time2022-06-10 12:00:14

საქართველოში ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია . კომპანიის ნახევარწლიურ კონსოლიდირებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ KTW ჯგუფმა რუსეთში 6 თვეში 22,9 მლნ. ღირებულების პროდუქცია გაყიდა. მეორე ადგილზე უკრაინაა, მეზობელ ქვეყანაში 20,9 მლნ. ლარის ალკოჰოლური სასმელები გაიყიდა. მას მოსდევს ჩინეთი 0.9 მლნ-ით, შემდეგ მოლდოვა 0,8 მლნ-ით, დიდი ბრიტანეთი 0,6 მლნ-ით, ბელარუსი 0.7 მლნ-ით. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ბაზარზე KTW ქართულ კომპანიებს კონკურენციას ფასით უწევს. კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე 1,1 მლნ ლარის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია შეძლო. 2021 წლის 6 თვიან პერიოდში KTW ჯგუფის შემოსავლების 93% ექსპორტზე მოდიოდა.

 

2021 წლის პირველ ნახევარში KTW -მ 17,1 მილიონი ლარის მოგება მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება 3 388 %-ით გაიზარდა. პანდემიური 2020 წელის 6 თვიანი პერიოდში 492,803 ლარის მოგება ჰქონდა, თუმცა მთლიანი წელი წელი ₾15 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. ეს იყო პირველი შემთხვევაა ბოლო 5 წლის განმავლობაში, როდესაც ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძის კომპანია ზარალზე გავიდა.

 


შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2001 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოება და წარმოებული პროდუქციის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანიის წილის 100%-ს ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე ფლობს. ამჟამად, ჯგუფს აქვს ხუთი მოქმედი ღვინის ქარხანა, მათგან ოთხი კახეთში მდებარეობს, ხოლო ერთი აჭარაში.

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up