ღვინის ექსპორტი 17%-ითაა გაზრდილი - ლევან მეხუზლას დღეს პარლამენტში მოუსმინეს

ღვინის ექსპორტი 17%-ითაა გაზრდილი - ლევან მეხუზლას დღეს პარლამენტში მოუსმინეს

access_time2022-11-02 13:30:40

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას მოუსმინეს, რომელმაც კომიტეტის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წელს და 2022 წლის ათ თვეში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო.


მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის  განვითარების და ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე მიმართულებებით მუშაობს: მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაცია; ღვინის ხარისხის კონტროლი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; ქართულ ვაზის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობის სისტემის განვითარება. ამისათვის ღვინის ეროვნული სააგენტოში 6 სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს.


ლევან მეხუზლამ კომიტეტის წევრებს თითოეული მიმართულებით განხორციელებული  საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები აქტიურად გრძელდება ქართული  ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. მისი თქმით, მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, 2021 წელი ერთ-ერთი წარმატებული წელი იყო - ღვინო ექსპორტზე 62 ქვეყანაში გავიდა და 100 მილიონ ბოთლიან ნიშნულს პირველად გადაცდა, სერტიფიკატი 107 მილიონზე მეტ  ბოთლზე გაიცა.



ლევან მეხუზლას განცხადებით, წელს, პირველი ცხრა თვის განმავლობაში, ექსპორტის 17%-იანი მატებაა და, ზოგადად, ამ სფეროში ათ წელზე მეტია არის სტაბილური ზრდა როგორც ექსპორტის, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით. როგორც მან აღნიშნა, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კადასტრის პროგრამა, კახეთსა და რაჭაში სრულად დამთავრდა ვენახების პასპორტიზაცია, მომავალ წელს იგეგმება ამ პროცესის დასრულება საქართველოს მასშტაბით.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 173 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ რაოდენობის მიხედვით ღვინის ექსპორტი გაზრდილია 17%-ით.


კომიტეტის სხდომაზე ლევან მეხუზლამ რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე წელს მოქმედებდა რთველზე სუბსიდირების პროგრამა და პროცესის სწორად წარმართვითა და კერძო სექტორის აქტიურობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დაზოგვა მოხდა.


„თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეღვინეობა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო პროდუქციაში ღვინის ექსპორტი წამყვან ადგილს იკავებს და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ  მილიონ დოლარზე მეტის პროდუქცია  იყო ექსპორტირებული. აღსანიშნავია, რომ  წელს მთლიანად საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი  - 107 მილიონი ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული. 62 ქვეყანაში შედის ქართული ღვინო და, რაც მთავარია, დღეს ანგარიშში მოვისმინეთ, რომ იმ მარკეტინგული ბაზრების კუთხით, სადაც გვსურს, რომ უფრო მეტად იყოს ქართული ღვინო წარმოდგენილი - ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, იაპონია, პოლონეთი, რეალურად მუშაობს კამპანია და ის პროგრამა, რომელსაც ღვინის სააგენტო აწარმოებს. კომიტეტმა ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ ანგარიშში ხარჯების ნაწილი უფრო დეტალურად იყოს გაშლილი. ზოგადად, სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამუშაოებს დადებითად ვაფასებთ“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up