ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის დანიის ბაზარზე რეალიზაციის ზრდის ხელშემწყობ აქტივობებს იწყებს

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის დანიის ბაზარზე რეალიზაციის ზრდის ხელშემწყობ აქტივობებს იწყებს

access_time2022-06-29 12:40:00

ქართული ღვინის დანიის ქსელურ სავაჭრო ობიექტებში რეალიზაციის საკითხი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ დანიის უმსხვილესი სავაჭრო ობიექტების გაერთიანების „Salling Group“ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მენეჯერთან, თომას ტრასტთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.  სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ ორჰუსში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ქართული ღვინის დანიის ქსელურ სავაჭრო ობიექტებში რეალიზაციის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. Salling Group-ის მენეჯერმა ყურადღება კომპანიის მუშაობის, ღვინის და სპირტიანი სასმელების გაყიდვების და ასორტიმენტის სპეციფიკაზე გაამახვილა.


„დანიაში, ღვინის ბაზარზე, ფრანგულ და იტალიურ ღვინოებს წამყვანი პოზიციები უკავია, თუმცა დანიელი მომხმარებელი მუდმივად ახლის ძიებაშია. ეს გარემოება ქართული ღვინის დანიურ ქსელურ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოტანის თვალსაზრისით გარკვეულ შესაძლებლობას ქმნის, თუ, რა თქმა უნდა, ამას დავუმატებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ქართული ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდსა და ქართულ კულტურაზე“, - აღნიშნა თომას ტრასტმა.




ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დანიურ ბაზარზე პოზიციონირების ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია, დანიელმა მომხმარებელმა კარგად გაიცნოს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მხარეებმა Salling Group-ის წარმომადგენლებისთვის საქართველოში გაცნობითი ტურის და დანიაში ქართული ღვინის წარდგენა/დეგუსტაციის ორგანიზების საკითხზე იმსჯელეს.
დანიის ბაზარზე Salling Group-ს, 35,5%-იანი წილით, ლიდერი პოზიციები უკავია. Salling Group-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია მაღაზიათა ქსელები Bilka, Netto, Fotex. კომპანია დანიის ფარგლებს გარეთაც არის წარმოდგენილი, მათ შორის, გერმანიასა და პოლონეთში. კომპანიის 1700- ზე მეტ მაღაზიაში, რომელსაც ყოველკვირეულად 11 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, 61 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up