ღვინის ეროვნული სააგენტო: წელს, კახეთში  რთველი წარმატებით ჩატარდება

ღვინის ეროვნული სააგენტო: წელს, კახეთში რთველი წარმატებით ჩატარდება

access_time2021-08-30 11:40:00

ღვინის ეროვნული სააგენტო სრულ სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინფორმაციას, კახეთში რთველის ჩავარდნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



„აღსანიშნავია, რომ კახეთში რთველი ახლა იწყება. ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რთველი ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდეს.



კახეთის რეგიონში, ვენახები, ჯამურად 35 ათასამდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილის დაბინავება, რეგიონის მასშტაბით, უახლოეს დღეებში დაიწყება და შეუფერხებლად წარიმართება.



26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და 10%-დან 90%-მდე მერყეობს.




ღვინის ეროვნული სააგენტო, ხაზგასმით აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მევენახეებს არ მიეცათ სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა, არის აბსოლუტური სიცრუე. სტიქიიდან მეორე დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ სამ ლოკაციაზე ორგანიზებულად დაიწყო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება და მობილიზებული შეხვდა მოსავლის დაბინავების პროცესს.



მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. ხოლო, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად.



ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან, სადაზღვევო კომპანიებში შესულია 2500-ზე მეტი შეტყობინება. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.



გასულ სიუჟეტში, ასევე გაჟღერდა უერთიერთგამომრიცხავი ბრალდებები - ითქვა, რომ ხელისუფლება არ ეხმარება დაზარალებულ მევენახეებს, ერთ-ერთმა რესპონდენტმა, პოლიტიკოსმა კი, ხელისუფლების მხრიდან მიღებული დახმარების გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ფერმერების მოსყიდვად შეაფასა.



იმავე სიუჟეტში, საუბარი შეეხო საწარმოებთან არსებულ რიგებს. უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის გადამუშავების აქტიურ ფაზაში გადასვლასთან ერთად, საწარმოებთან ყურძნის ჩაბარების მსურველთა გარკვეული რიგები, სამუშაო პროცესის ნაწილია.



30 აგვისტოს მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 2,2 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენ, რომელიც ღვინის საწაროებს 600-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 2 მლნ ლარს აღწევს.



ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ნუ გააავრცელებენ დეზინფორმაციას და, ნუ შეეცდებიან იმ უპრეცედენტო თანადგომისა და მხარდაჭერის იგნორორებას, რასაც ბოლო წლებში, სახელმწიფო მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისთვის ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up