ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა

access_time2021-11-10 12:20:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


„„ქართული ღვინის ფორუმის“ ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში, დეგუსტაცია-სემინარი „Amber Wine Festival in Boston“ ღვინის პროფესიონალებისთვის, ხოლო ქალაქ ფილადელფიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.


„ფორუმის დასკვნითი ღონისძიებას წარმოადგენდა კონფერენცია, რომელიც 9 ნოემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენცია ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას, მეღვინეობის სექტორში პანდემიით შექმნილ ახალი გამოწვევებს, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია-რეალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებს მიეძღვნა.


კონფერენციაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვა ონლაინ ფორმატში წარადგინა.



ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი მიესალმნენ.


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორმა, პატრიკ მაკგოვერნმა (PATRICK MCGOVERN), ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, სტეფენ ბატიუკმა (STEPHEN BATIUK) და სხვებმა.


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმი“ მეოთხედ ჩატარდა. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, 2019 წელს კი, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა; გასულ წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ-ფორმატში გაიმართა. ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ.


ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბოლო 6 წლის განმავლობაში ამერიკის ღვინის ბაზარზე გაყიდვების სტაბილურ ზრდას. რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს, 2021 წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 881 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up