ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთში „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთში „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა

access_time2021-12-17 13:20:00

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორ ქალაქში, შანხაისა და ჩენგდუში ქართული ღვინის წარდგენა სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„ანალოგიურ ღონისძიებას, 20 დეკემბერს, კიდევ ერთი ქალაქი - შენჭენი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიებებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პროვინციას მოიცავს.



ქართული ღვინის წარდგენას ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW) უძღვებოდა. ჟულიენ ბულარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“ მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში შერჩეულ იმ ხუთ ღვინის პროფესიონალს შორისაა, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უძღვებიან.



გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ჟულიენ ბულარმა სტუმრებს საქართველოს ისტორია, ქართული ღვინის კულტურა, ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები, მევენახეობის რეგიონები და ღვინის დაყენების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო; მან ასევე საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო პარტნიორიობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.




ქართული ღვინის დეგუსტაციებზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინო მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტის მოსაზიდად. თითოეულ წარდგენას პოტენციური მყიდველები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და სომელიეები დაესწრნენ.



ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“ ორგანიზებით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართა.



მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up