ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

access_time2022-06-10 12:40:00

ლონდონის საგამოფენო ცენტრში „Olympia London“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair 2022” გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.



„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებენ ღვინის კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ღვინის მსოფლიო ბაზარზე. ლონდონში გამართულ გამოფენას ესწრებიან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შანსია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ინგლისელ მომხმარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას, როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.



გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა (Sarah Abbott) ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ღვინის პროფესიონალებისთვის ჩაატარა.



გამოფენაზე, რომელიც 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებადაა მიჩნეულია, მიმდინარე წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მონაწილეს სხვადასხვა სახეობის 3 ათასზე მეტი ალკოჰოლიანი სასმელი ჰქონდა წარმოდგენილი.




გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და დესპანი გიორგი საგანელიძე დაესწრნენ.



„ჩვენი დიპლომატიური უწყების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა დიდ ბრიტანეთში. ბოლო წლების ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური - ექსპორტი დიდი ბრიტანეთში ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.



ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით მეტია.



დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ საქართველოს საელჩოში საქმიანი შეხვედრა გამართეს. საუბარი შეეხო იმ სამომავლო ღონისძიებებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას და გაყიდვების ზრდას როგორც ადგილობრივ რესტორნებსა და ღვინის ბარებში, ისე დიდი ბრიტანეთის მსხვილ სავაჭრო ქსელებში.


ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up