ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

access_time2022-09-12 13:00:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“-ს დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს აზიიდან (ჩინეთი, ჰონგ-კონგი, სინგაპური) ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურის ფარგლებში 10-კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის მაგისტრები, სომელიეები და იმპორტიორები, ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს, კახეთში ასევე გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას.


ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართული ღვინის ცნობადობა და ექსპორტი აზიის ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილია.


„სასიხარულოა ის პროგრესი, რომელსაც ვხედავთ აზიურ ბაზარზე, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც საქართველოს წარმატება ბოლო პერიოდში უპრეცედენტოა. ქართული ღვინის წარმატება აღსანიშნავია კორეაშიც. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ქართული ღვინის პრესტიჟის, ელეგანტურობისა და მომხიბვლელობის პოპულარიზაციისთვის. ამ მიზნით, დაგეგმილია ღონისძიებები სინგაპურში, აზიის მასშტაბით მცირე ბაზრებზე, რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოში, ჰონგ-კონგშიც. ჩვენ ვისურვებდით ქართული ღვინის წარმატებას ისეთ პრესტიჟულ ადგილებში, როგორებიცაა მიშელინის ვარსკვლავის რესტორნები. ასევე არ შემიძლია თავი ავარიდო ქართული კულტურის, პოლიფონიური მუსიკის, ცეკვის, სტუმართმასპინძლობის და ანბანის პოპულარიზაციას აზიაში“, - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.



ღვინის ტურის ფარგლებში, თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია, სადაც მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ სტუმრებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები გაეცნოთ, გასაუბრებოდნენ ღვინის პროფესიონალებს და მიეღოთ მათგან აზიის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up