"ღვინის ქურდები" - ამ ბრენდით საგარეჯოში მარნის მშენებლობა დაიწყება

access_time2020-08-17 16:18:09

საგარეჯოში 2021 წელს “ღვინის ქურდების“  ბრენდით მარნის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ღვინის მწარმოებელი კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუნებელმა გივი  აფაქიძემ განუცხადა. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მიწის შერჩევის პროცესი. წლის ბოლომდე კომპანიას დაგეგმილი აქვს საწყის ეტაპზე დაახლოებით 1 ჰექტარი მიწის ფართობის შესყიდვა, სადაც სამომავლოდ  ვენახსაც გააშენებს და ტურისტებისთვის მარანსაც მოაწყობს.

 

„ეს იქნება ადგილი,სადაც ტურისტს საშუალება ექნება გაეცნოს ღვინის მომზადების ტრადიციას. დაწყებული ყურძნის მოყვანიდან, დასრულებული მის ღვინოდ ქცევამდე. “-აცხადებს „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელი.

 

კომპანია ამ ეტაპზე "ღვინის ქურდების" ბრენდის ქვეშ 4 დასახელების ღვინოს  აწარმოებს. ესენია:ცოლიკაური, რქაწითელი, რაჭლი თეთრა და  საფერავი.გივი აფაქიძის განცხადებით,ღვინის დაახლოებით 80%-ი საექსპორტოა. დანარჩენი კი აქტიურად იყიდება ღვინის სახლებსა და ბარებში. მათ შორის, „ჯივინოში“, 8000 მოსავალში და ასე შემდეგ.

 


რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, „ღვინის ქურდები“ უკვე გადის საფრანგეთში, ამერიკაში და ჩეხეთში. მაგალითად, საფრანგეთში კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის ფასი 30-35 ევროა.

 

კომპანია „ღვინის ქურდების“  თანადამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანია ღვინის ნაწილს საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნისგან, ნაწილს კი ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ყურძნით აწარმოებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანიის წლიური წარმადობა 6000-6 500 ბოთლს შეადგენს.

 

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე   კომპანია მათ ეხმარებოდა ღვინის ბრენდირებასა  და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში.

 

business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up