ღვინის ყუთი - მაღაზიათა ქსელმა 8000 მოსავალი ღვინის გამოწერის სერვისი შექმნა

ღვინის ყუთი - მაღაზიათა ქსელმა 8000 მოსავალი ღვინის გამოწერის სერვისი შექმნა

access_time2020-06-24 12:30:25

ღვინის მაღაზიათა ქსელი „8000 მოსავალი“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს: „ღვინის ყუთი“ —ღვინის ან ღვინოების ნაკრების გამოწერის სერვისი, რომლის შერჩევაც  მომხმარებლის გემოვნებაზე დაყრდნობით ხდება.  გამომწერს შეუძლია, არჩევანი 4 პაკეტს შორის გააკეთოს ( თვეში 33, 63, 93 ან 183 ლარი) — პაკეტები ღვინის ბოთლების რაოდენობით განხვავდება.


ღვინის ყუთის გამოწერისას, მომხმარებელი იღებს პირადი სომელიეს ყოველთვიურ მომსახურებას, უფასო მიტანას ნებისმიერ შეკვეთაზე, გამომწერის გემოვნების მიხედვით შერჩეულ ღვინოს.


როგორც „8000 მოსავლის“ თანადამფუძნებელი, ირაკლი ჩხაიძე, „კომერსანტთან“ განმარტავს, ყუთის გამომწერი ავსებს ელ.ფოსტაზე მიღებულ კითხვარს. შემდეგ მაღაზიის სომელიე ადგენს ამ მომხმარებლის გემოვნებას და ყოველ თვე არჩევს მისთვის გასაგზავნ ღვინოს ახლად მიღებული ნაკრებიდან.


 „ჩვენთან ხშირად არიან მომხმარებლები, რომლებიც ყოველი სტუმრობისას ახალ გემოებს ეძებენ. კარანტინის პერიოდში „8000 მოსავალიაქტიურად გადავიდა ონლაინ გაყიდვებზე. აქ გაჩნდა იდეა, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად უკვეთავდენენ ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან, შეიძლებოდა, სურვილი ჰქონოდათ, გაესინჯათ ახალი, მათთვის უცნობი ღვინოები, რომელსაც ჩვენ შევურჩევდით მათგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, უკვე ერთ კვირაზე მეტია, შევქმენითღვინის ყუთი“-ეს არის პროდუქტი, რომლის გამოწერის შემთხვევაშიც მომხმარებელი ყოველთვიურად იღებს მისთვის შერჩეულ ღვინოსა და პერსონალიზებულ სერვისებს. მოკლე დროშიღვინის ყუთსუკვე რამდენიმე ათეული გამომწერი ჰყავსძირითადად 63 და 93-ლარიანი პაკეტები შეიძინეს.



მთავარი ისაა, რომ მომხმარებელი არ ყიდულობს მხოლოდ ღვინის ბოთლს, ამ პაკეტში შედის უფასო მიტანის სერვისი მთელი თვის განმავლობაში ყველა  დამატებით შენაძენზეც. ყუთის გამომწერს, ასევე, ჰყავს პირადი სომელიე, რომელთანაც ნებისმიერ დროს შეძლებს დარეკვასა და კონსულტაციის გავლას.


ღვინო, რომელიც გამოწერილ ყუთში დევს, ყოველთვის უფრო იაფი ღირს ვიდრე მაღაზიაში. ამ პროდუქტის მთავარი ხიბლი არის სიახლის მოლოდინიიმაზე ფიქრი, თუ რა ღვინო მოვა შემდეგ თვეში,“ — განმარტავს ირაკლი ჩხაიძე.


კითხვარის შევსებისას გამომწერი უთითებს იმ თარიღს, რომელშიც სურს ღვინის ყუთის მიღება და ყოველ თვე ავტომატურად იღებს მას მითითებულ მისამართზე.


მარიამ მორგოშია


თეგები:
8000 მოსავალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up