პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინო “ჟუჟუნა“ ჩინეთში ექსპორტზე გავიდა.როგორც კომპანიის თანამდამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,საუბარია მცირე,სატესტო პარტიაზე, რომელიც შანხაიში გაიყიდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იაპონიის მიმართულებითაც.
როგორც ჩუბინიძე აცხადებს, კომპანია ქართული პროდუქტის გატანას ევროპის ქვეყნებშიც გეგმავს.
„პანდემიის გამო შემოსავალი შეგვიმცირდა,შესაბამისად, იმისთვის, რომ არ გავჩერებულიყავით და განვითარება გაგვეგრძელებინა, საჭირო გახდა დამატებითი ფინანსების მოძიება. სწორედ მოზიდული სახსრების შედეგად შეძლო კომპანიამ ადაპტირება, ჩამოსახმელი ხაზის მონტაჟი და მთლიანობაში, საექსპორტო მიმართულებაზე გასვლა,“-აცხადებს ჩუბინიძე.
მისი ინფორმაცით,ღვინო კახეთში ადრეულ რთველზე დაკრეფილი მწვანესა და რქაწითელისგან მზადდება, მეორადი ფერმენტაციის შედეგად კი ის ბუნებრივი გაზი მიიღება, რომელიც სასმელს ასეთ მსუბუქსა და სასიამოვნო დასალევს ხდის. ჩუბინიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ “ჟუჟუნა” გამორჩეული პროდუქტია, ის უკვე სხვადასხვა კოქტეილების ერთი-ერთი ძირითადი ინგრედიენტია,მაგალითად, აპეროლ-შპრიცის, მიმოზის, კენკროვანების, ანანასის, მარწყვის, ატმის თუ სხვა ხილისგან დამზადებული სასმელების.
ჩუბინიძის განცხადებით, „ჟუჟუნა ღვინო“ დღეს იყიდება როგორც ჩამოსახმელი სახით, ისე მინის 250 მლნ-იან ბოთლებში. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილია ისეთ სავაჭრო ქსელებში, როგორიცააა „გუდვილი“, „ალკორიუმი“, „ევროპროდუქტი“ და ა.შ. აქტიურად ხდება თანამშრომლობა HoReCa სექტორთან.
ღვინო „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელი კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კომპანია წარმადობის გაზრდასაც გეგმავს.
ღვინო „ჟუჟუნა“ საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდანაა. კომპანია პროდუქციას ყვარელში, ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და გადამუშავებას ერთ-ერთ ღვინის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად ახდენს.