„ღვინო საქართველოს კულტურისა და ისტორიის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო“ - ოთარ შამუგია

„ღვინო საქართველოს კულტურისა და ისტორიის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო“ - ოთარ შამუგია

access_time2022-06-10 14:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2022 მისასალმებელი სიტყვით გახსნა.



„მოხარული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, შესაძლებლობა მაქვს, კავკასიის რეგიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური გამოფენის ფარგლებში, პირველად მოგესალმოთ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დარგის გულშემატკივრებს. ვფიქრობ, ასეთი გამოფენები და ღონისძიებები საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს ღვინის პოპულარიზაციისთვის, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, იმპორტიორებსა და მეწარმეებს აქვთ საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. ღვინო საქართველოს კულტურისა და ისტორიის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ასევე ისაუბრა ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამის შესახებ, რომელიც კომპანიებს მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში ეხმარება და ვენახების კადასტრის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.



საზოგადოებას სიტყვით საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ მიმართა.




აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია გამოფენაში მონაწილეთა რაოდენობა. WinExpo Georgia 2022-ში 200-მდე კომპანია (ოჯახური მარანი, საშუალო და მსხვილი საწარმო, ბიო ღვინის და ქვევრის ღვინის მწარმოებლები, ღვინის ტექნოლოგიების, შესაფუთი მასალების, აქსესუარებისა და სერვისების მომწოდებლები) მონაწილეობს. გამოფენას საერთაშორისო მონაწილეები იტალიიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან ჰყავს.
გამოფენის ფარგლებში, ჩატარდება ღვინის ექსპორტის ფორუმი - WinExport FORUM, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეებისა და ღვინის იმპორტიორების შეხვედრებს, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის განხილვას და რჩევებს მეწარმეებისთვის. შიდა ბაზრის გამოწვევებთან დაკავშირებით, გაიმართება პანელური დისკუსია ადგილობრივ თრეიდერებთან, HoReCa სექტორის და ღვინის მაღაზიების წარმომადგენლებთან. ფორუმზე მოწვეული არიან იმპორტიორები იაპონიიდან, ჰოლანდიიდან და პოლონეთიდან.


წელს, პირველად, გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში, ტარდება სომელიეთა ასოციაციისა და საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ერთობლივი კონკურსი - SOMMELIER CHOICE („სომელიეს არჩევანი“), რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის, ფასისა და ხარისხის მიხედვით, საუკეთესო ღვინოს გამოავლენს. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი სომელიეები, რომელთა ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ღვინოების შეფასება, ღვინის ბარათის შედგენა და მართვა, HoReCa სექტორში სტუმრებისთვის წარდგენა.



გამოფენის ფარგლებში, მარკეტოლოგების, დიზაინერებისა და სხვა ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი შეაფასებს WinExpo Georgia 2022-ზე წარმოდგენილი კომპანიების და მათი პროდუქციის ბრენდინგს და შერჩეულ კომპანიას სპეციალურ ჯილდოს -MARKETERS CHOICE (მარკეტერების არჩევანი) გადასცემს.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up