„ღვინოს ევროკავშირის 7 ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში ვყიდით“ - მარანი „კასრელი“

„ღვინოს ევროკავშირის 7 ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში ვყიდით“ - მარანი „კასრელი“

access_time2022-10-24 15:00:33

13 ოქტომბერს საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი  International Wine & Spirit Competition (IWSC) გაიმართა, 50 წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო კონკურსი ყოველ წელს ლონდონში ტარდება და მისი არსებობის ისტორიაში მეორედ და ევროპაში პირველად. ამჯერად კი საქართველოში, მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდა.

 

კონკურსის ფარგლებში IWSC-ის ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები იყვნენ. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული მარან „კასრელის“ წარმომადგენელი მიხეილ დოლიძე გახდა.  მარნის 2020 წლის მოსავლის ქვევრის ღვინომ „ერეკლეს ღვინო“ ოქროს მედალი დაიმსახურა.

 

როგორც გამოცემა vinoge - სთან ინტერვიუში „ერეკლეს ღვინოს“ მწარმოებელმა მიხეილ დოლიძემ აღნიშნა, მისი წარმოებული ღვინო ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ იყიდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ სქართველოში დიდი ბაზარი და სათანადო მოთხოვნა არ არის. მისივე თქმით, საქართველოში ღვინის გაყიდვის დროს კომპანია საკმაოდ მსხვილად იბეგრება, რაც ექსპორტის შემთხვევაში არ ხდება.

 


„გაყიდვები ძირითადად საქართველოს გარეთ გვაქვს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში სამწუხაროდ არაა დიდი ბაზარი და სათანადო მოთხოვნა. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში გაყიდული ღვინიდან საკმაოდ მსხვილად იბეგრება კომპანია, რაც არ ხდება ექსპორტის შემთხვევაში. ცხადია მხოლოდ ამის გამო არ ვეწევით ექსპორტს და მხოლოდ ეს არაა ექსპორტის მიზანი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ნამდვილადაა. ღვინოს ვყიდით ევროკავშირის 7 ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში.


განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ ღვინის დიდ ბრიტანეთში ექსპორტით და რაკი კონკურს IWSC-ის სამშობლო სწორედ დიდი ბრიტანეთია, ვფიქრობთ იქაურ ბაზარზე გასვლაში ეს ჯილდოც დაგვეხმარება“, - აღნიშნა მიხეილ დოლიძემ.

 

მიხეილ დოლიძე საქართველოში მეღვინეობის დარგიც შეაფასა და განმარტა, რომ ქვეყანაში ღვინის წარმოების ზრდა კარგია, რადგან ეს კონკურენციის ზრდას უწყობს ხელს და ხარისხის მამოძრავებელი ძალა სწორედ კონკუენციაა.


„ღვინის მწარმოებლების რაოდენობის ზრდა არის კარგი, რადგან ეს ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას და სწორედ კონკურენციაა ხარისხის ზრდის მამოძრავებელი ძალა. მეორე გარემოება ისაა, რომ იზრდება ჩემს მიერ უკვე ხსენებული გარე ხარისხის კონტროლი. თუმცა, ძალიან რთული იქნება დაყრდნობა მხოლოდ ფესტივალებზე და კონკურსებზე. ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ვისურვებდი სახელმწიფო რეგულაციები და ჩარევები (როგორიც მაგალითად არის რთველის სუბსიდირება) იყოს მაქსიმალურად ნაკლები, რადგან ეს ნამდვილად არ ეხმარება ამ დარგის განვითარებას“, - აღნიშნა მიხეილ დოლიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up