რომელი კომპანია აშენებს ავტობანის  ნაწილს, რომელიც გუშინ ჩამოიშალა

რომელი კომპანია აშენებს ავტობანის ნაწილს, რომელიც გუშინ ჩამოიშალა

access_time2023-03-14 14:00:21

მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მეათე კილომეტრზე გზის სექცია ჩამოიშალა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კი სამუშაოებს ჩინეთის კომპანია China Road and Bridge Corporation-ი აწარმოებდა.


13-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 901,973,206 ლარი უჯდება და ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამშენებლო მონაკვეთია.


როგორც 2018 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, პროექტის განხორციელების ვადად 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე პერიოდი იყო განსაზღვრული.



2021 წელს სამოქალაქო იდეა China Watch-ის მეშვიდე ანგარიშში ჩინეთის ხიდებისა და გზების კორპორაციის (China Road and Bridge Corporation) საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაცდომებზე, კანონის დარღვევით მოგებულ ტენდერებზე, შრომითი უფლებების დარღვევებზე წერდა.


„ეს კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ორი უმსხვილესი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს და სხვა საქართველოში არსებული ჩინური კომპანიების მსგავსად, ისიც 2009 წელს, ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამის (NRIMP 1) პირველი ფაზის ტენდერში გამოვლენილი თაღლითური საქმიანობის გამო მსოფლიო ბანკმა შავ სიაში შეიყვანა. მას რვა წლით აეკრძალა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა.
საქართველოში ჩინური კომპანიის გადაცდომები ძირითადად უკავშირდება შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას. კერძოდ, China Road and Bridge Corporation სამუშაო ადგილზე არ იცავდა მინიმალურ სანიტარულ ნორმებს, დასაქმებულებს აიძულებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს და რაც ყველაზე მთავარია, ტერიტორიაზე არ იყო შექმნილი შრომის უსაფრთხოების პირობები, რამაც ადგილობრივი მუშების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. შრომის ინსპექციამ „China Road and Bridge Corporation“-ს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია მისცა და რეალურად, კომპანიის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქცია არ განხორციელებულა. China Road and Bridge Corporation-ის სადავო საქმიანობა ასევე შეინიშნება კენიაში, უგანდაში, ყირგიზეთში, ხორვატიასა და უკრაინაში. თუმცა, მიუხედავად სხვა ქვეყნებში არსებული გადაცდომებისა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან და მათთან ახალ კონტრაქტებს აფორმებს“, - აღნიშნულია ანგარიშში. 



რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up