გზა პატარა კომპანიის ფინანსური დირექტორობიდან, უმსხვილესი საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელობამდე - გაიცანით ირაკლი ურუშაძე, „გრავიტას“ ახალი გენერალური დირექტორი

გზა პატარა კომპანიის ფინანსური დირექტორობიდან, უმსხვილესი საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელობამდე - გაიცანით ირაკლი ურუშაძე, „გრავიტას“ ახალი გენერალური დირექტორი

access_time2021-12-09 15:10:43

ირაკლი ურუშაძე „გრავიტას“ გენერალური დირექტორი გახდა. ფინანსური თუ ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ ახლა სამშენებელო კომპანიის ხელმძღვანელობა ჩაიბარა.


განათლებით ფინანსისტია, დაამთავრა „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ საბაკალავრო პროგრამა. სტუდენტობიდან რამდენიმე წელი მენეჯმენტის განხრით მუშაობდა. 2017 წელს, ცოდნისა და უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, ბიზნეს სკოლების ხუთეულში შემავალ, INSEAD-ში გაემგზავრა, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო. სამშობლოში 2 წლის შემდეგ სპეციალური მოწვევით დაბრუნდა, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. საჯარო სექტორიდან, მალე ისევ კერძო კომპანიაში გადავიდა - CMC-ის წინადადება მიიღო, და ჯგუფის კომერციული დირექტორი გახდა. სწორედ აქ შეიძინა სამშენებლო სექტორში საჭირო სერიოზული ცოდნა და უნარები.


თქვენთვის, როგორც „გრავიტას“ გენერალური დირექტორისთვის, დღეს მთავარი გამოწვევა რა არის?


,,პირველ რიგში, ეს არის მთლიანი პროცესების დიჯიტალიზაციაა. მიმაჩნია, რომ ეს არის სამშენებლო სექტორის და ზოგადად, ბიზნესის მომავალი. გუნდთან ერთად, ძალიან აქტიურად ვმუშაობ, რომ სამუშაო პროცესებში მაქსიმალურად დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი. გლობალიზაციის პირობებში, როცა ამ საქმის კეთებას ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე ყოფნა არ სჭირდება, ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია“.


თქვენი, როგორც მენეჯერის მიდგომებზე ვისაუბროთ. რა პრინციპებით მართავთ „გრავიტას“ და მენეჯმენტის კუთხით, რა სიახლეების დანერგვას აპირებთ კომპანიაში?


„ეს არის სწრაფი გადაწყვეტილებები და ნაკლები ბიუროკრატია. მე ამას ყოველდღიურობაში ვიყენებ და მგონია, რომ ზუსტად ეს განასხვავებს მოქნილ, წარმატებულ, მუდმივად განვითარებაში მყოფ ბიზნესებს. ბიუროკრატიის ნაკლებობაში, მოვიაზრებ ნაკლები ვერტიკალის არსებობასა და უფლება-მოვალეობების მაქსიმალურ დელეგირებას. კომპანიაში უკვე გაჩნდნენ პროცესების „ოუნერები“, პროექტების მენეჯერები. მათ, ადგილზე, უნდა მიიღონ მიკრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ბუნებრივია, წინასწარ შეთანხმებულ გარკვეულ ჩარჩოებში ჯდება“.


მიიჩნევს, რომ კომპანიის წარმატებას მოტივირებული გუნდი განსაზღვრავს. ხელმძღვანელის მხრიდან პროცესებში უშუალო ჩართულობა და თანაშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია კი სწორი მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია.


„21-ე საუკუნის მენეჯმენტში ადამიანური კაპიტალი, მათთვის მოტივაციისა და კომფორტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მუდმივად ვცდილობ, გუნდის წევრებისგან მივიღო უკუკავშირი - რა მოსწონთ და რა - არა, რა შეიძლება გამოვასწორო“.



სიახლეები და ცვლილებები არასოდეს აშინებს, პირიქით, ფიქრობს, რომ კომპანიის ზრდა და განვითარება მხოლოდ ამ გზით მიიღწევა. ახლა ცდილობს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა ქართულ რეალობას მოარგოს და კომპანიაში დანერგოს.


„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გეგმაა, ეჯაილზე გადასვლა. ზოგადად, სამშენებლო სექტორი ყველაზე მოწყვლადია ცვლილებების მიმართ, რადგან თუ წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა ამართლებს, სურთ, ბოლომდე მას გაჰყვნენ. შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, სიახლეების სწორად მიწოდება. მე მგონია, რომ ბაზარზე აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ერთი რომელიმე სამშენებლო კომპანია, რომელიც დანერგავს ეჯაილს, შემდეგ კი, მთელი სექტორი შეიცვლება. სამშენებლო სექტორში ეს კომპანია „გრავიტა“ იქნება“.


იმისათვის რომ კომპანიაში არსებული სიტუაცია სწორად შეაფასოს და სრული სურათი მკაფიოდ დაინახოს, ყველა დეტალს ზედმიწევნით სწავლობს. პოზიცია ახალია, მაგრამ საკუთარი გამოცდილების იმედი აქვს და დარწმუნებით გვეუბნება, რომ
,,გადაულახავი სირთულე არ არსებობს, უბრალოდ სისტემური მიდგომაა საჭირო. მაქვს კონკრეტული გეგმა და მას მივყვები. ამის შემდეგ განვსაზღვრავთ კომპანიის სტრატეგიას, რომელიც აუცილებლად დათვლადი უნდა იყოს ციფრებში. კომპანიის წარმატება, პირველ რიგში, გამოიხატება ციფრებში და ეს არის მოგება“.


საკუთარი ხედვა აქვს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მენეჯერი, - უშუალობა და პირდაპირი კომუნიკაცია კი ის მთავარი ფაქტორებია, რაც ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრებს შორის ურთიერთობას უფრო ეფექტურს ხდის.


„საჭიროა გახსნილ და პირდაპირ კომუნიკაციაზეა დამყარებული საქმიანი ურთიერთობები. ასე, ერთმანეთის მიმართ, ორივე მხარეს სწორი მოლოდინები ექნება“.


„ძალიან მინდა, ჩემი გუნდის წევრები ერთ ადგილზე არ ჩერდებოდნენ და მუდმივად ვითარდებოდნენ. ყოველთვის ვისმენ მათ პრობლემებს, ოღონდ ეს არ არის ტრაფარეტულად ნათქვამი სიტყვები. ჩემთვის მისაღებია კრიტიკაც, თუ მას პრობლემა აქვს, ეს ნიშნავს, რომ გუნდში რაღაც არ არის კარგად“.


დარწმუნებით გვეუბნება, რომ განათლება ყველაზე დიდი კაპიტალია, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ახალი ინფორმაცია უნდა დააშენო. მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო, - რა მიღწევებია მსოფლიოში, რა ახალი ტექნოლოგიები ინერგება. არც შეცდომებს აქცევს ტრაგედიად და დასახული მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიდის.


„ყოველი წლის დასაწყისში საკუთარ თავს წერილს ვწერ - რა უნდა გავაკეთო. შემდეგ კი როდესაც წერლს ვხსნი, ეს მეხმარება, ბევრი რამ გადავაფასო, კარგად დავინახო, რისი შეცვლა შევძელი, როგორ განვვითარდი, სად ვერ გავაკეთე და ვერ მივაღწიე დასახულ მიზანს. წლიდან წლამდე ბევრი შეუსრულებელი გეგმა არ მრჩება, მაგრამ რამდენიმე მაინც არის ხოლმე. მერე უკვე ვიწყებ ამ ყველაფრის გაანალიზებას, მიზეზების ძებნას და მის შეცვლაზე ფიქრს. წარმოუდგენელია ყველაფერი წინასწარ გათვალო. ეს განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა პანდემიის დროს’’.


სტრატეგია ყოველთვის განსაზღვრული აქვს და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულია, თუმცა ზუსტად იცის, წარმატებას თავდაუზოგავი შრომის გარეშე ვერ მიაღწევ. ვერც მაშინ თუ საქმე რუტინად გექცა და სამუშაო პროცესმაც ინტერესი დაკარგა. ირაკლი ურუშაძეს აქაც საკუთარი ფორმულა აქვს:


,,აუცილებელია, ბალანსი მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის. ეს ორი რამ აუცილებლად უნდა განაცალკეო, ძალიან მნიშვნელოვანია, გარემო შეიცვალო, წინააღმდეგ შემთხვევაში , საქმეზე დამოკიდებული ხდები და შეიძლება, უბრალოდ, „გადაიწვა“.


სულ 2 თვეა, რაც კომპანია ,,გრავიტას“ სათავეში ჩაუდგა და წინ დიდი გეგმები აქვს. დღეს, მისი ხელმძღვანელობით, სამშენებლო კომპანია „მაზდას“, „ვოლვოსა“ და „პორშეს“ ცენტრების განახლებაზე მუშაობს. ასევე, აშენებს „თეგეტას“ ახალ სერვისცენტრს და ახორციელებს, ალბათ, ათწლეულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - საუბარია ენათმეცნიერების ინსტიტუტის (ინგოროყვას #8) შენობის სრულ რენოვაციაზე. შენობის, სადაც ელდარ შენგელაიას განუმეორებელი „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავია“ გადაღებული.


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up