გზათსარგებლობის ახალი ტარიფით საქართველო რეგიონში პირველ, ხოლო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ,,მოწინავე“  ადგილზეა -  ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“

გზათსარგებლობის ახალი ტარიფით საქართველო რეგიონში პირველ, ხოლო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ,,მოწინავე“ ადგილზეა - ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“

access_time2022-06-09 17:59:51

გზითსარგებლობის საფასურის გაძვირებას სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები უარყოფითად აფასებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა სოციალური ქსელში მცირე კვლევა გამოაქვეყნ, რითაც პასუხობს კითხვებს: იყენებს თუ არა საქართველო, სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტით გატარებისას, თანხის აღების სამართლიან პრინციპს? რამდენად თანაზომადია გზით სარგებლობის საფასური ევროპულ და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით? რამდენად უარყოფიდათ იმოქმედებს დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე?


,,კომერსანტი“  ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფასიანი გზების განსაზღვრება და ოდენობა საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს, ტ რ ა ნ ზ ი ტ ი ს რეჟიმში მოძრავი, როგორც ქართული ისე უცხოური სატვირთო ავტომობილები იხდიან გზითსარგებლობის საფასურს რომელიც - 200 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის 20 ივნისიდან საფასური 1.75 ჯერ იზრდება და 350 ლარი იქნება. მანამდე ანალოგიურად 30 დან 80 ლარამდე გაიზარდა საზღვრებზე პარკით სარგებლობის გადასახადი. ყოველი ეს მიუთითებს რომ არ არსებობს არანაირი წინასწარი ეკონომიკური გაანგარიშება.


პირველ რიგში, გადასახადის გაზრდით დაზარალდება ქართველი გადამზიდავი, რომელიც თურქეთში ცარიელი შედის იქ იტვირთება და ტრანზიტად ახორციელებს გადაზიდვას ცენტრალურ აზიაში, რუსეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში.

რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, ანალოგიური გზით წავიდნენ თურქეთი და ირანი, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე 500 დოლარს ახდევინებდნენ სატრანსპორტო საშუალებებს, შედეგად სატრანსპორტო ნაკადმა საქართველოზე გადმოინაცვლა.

ახლად დაწესებული გზით სარგებლობის გადასახადი 350 ლარი, გარკვეულწილად ნიველირებულია (შედარებულია) თურქეთთან მიმართებაში, მაგრამ არ ითვალისწინებს ევროპულ ქვეყნებში ანალოგიურ გადასახადებს.

რამდენად თანაზომადია და სამართლიანია საქართველოში დაწესებული გზითსარგებლობის საფასურის ოდენობა, ევროკავშირის ქვეყნებში დაწესებული გზიდსარგებლობის (ფასიანი გზები) გადასახადთან შედარებით?

ევროკავშირის ქვეყნებში გზითსარგებლობის საფასურის (ფასიანი გზები) ოდენობა, დივერსიფიცირებულია და დამოკიდებულია, სატრანსპორტო საშუალების წონაზე / ტიპზე (რამდენ ღერძიანია), გზის კლასსზე, ხმაურის დონეზე, ეკოლოგიურობაზე და ფასიანი გზით სარგებლობის პერიოდზე (რამდენ დღეში დაფარავს სატრანზიტო მონაკვეთს)

. საქართველოში ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს და გადასახადი უნიფიცირებულია.

ევროპაში და საქართველოში გზის გამოყენების საფასურის შედარებისათვის, აუცილებელია განისაზღვროს ძირითადი სატრანზიტო დერეფნების მანძილები - სარფი - ლარსი 499 კმ; ფოთი - ლარსი 450 კმ; სარფი - სადახლო - 433 კმ; ფოთი - სადახლო 404 კმ; სარფი - წეთელი ხიდი 436 კმ; ფოთი - წითელი ხიდი 387 კმ.

სატრანზიტო დერეფნების მანძილების გაშუალედებისას - საშუალო სატრანზიტო მანძილი შეადგენს 435 კმ;


თუ გზათსარგებლობის საფასურის თანხას 350 ლარს გავყოფთ საშუალო სატრანზიტო მანძილზე 435 კმ ზე მივიღებთ, სატვირთო ავტოტრანსპორტის მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო დერეფნის 1 კმ გადახდილ თანხას, რომელიც შეადგენს 80 თეთრს ანუ 27 აშშ ცენტს.

ევროპაში გზით სარგებლობის გადასახადის მრავალი მოდელი არსებობს:


ესტონეთში - სატვირთო ავტომობილის მეპატრონე ყიდულობს, აბონიმენტის მსგავს ნებართვას, რომელიც დამოკიდებული არ არის არც გავლილ კილომეტრაჟზე და არც ესტონეთის ტერიტორიაზე ტრანზიტად შესვლის რაოდენობაზე, ასეთი აბონიმენტი შესაძლოა იყოს ერთ დღიანი, ერთ თვიანი ან წლიური. შედარებისათვის 7 დღიანი ნებართვა - 55 ევრო ღირს, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე საქართველოში ახლად დაწესებულ გადასახადზე.

უნგრეთში - გზითსარგებლობის გადასახადი დამოკიდებულია, ავტომობილის ტიპზე, რამდენად ეკოლოგიურია, გზის კატეგორიაზე, ავტომობილის ღერძების რაოდენობაზე, მაგალითისათვის, უნგრეთის მაგისტრალებზე, ერთ კილომეტრზე, ევრო 5-6 ტიპის ტრაილერებისათვის (4 ღერძზე მეტი) გადასახადი შეადგენს - 19 ევრო ცენტს, რაც 70% ით ნაკლებია ვიდრე საქართველოში დაწესებულ გადასახადზე;

პოლონეთი - გზით სარგებლობის გადასახადი, მხოლოდ რამოდენიმე ფასიან გზაზე, რომელიც კონცესიონირების მიერ არის აშენებული, სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის და ცალკეულ ჩაკეტილ მარშრუტებზე გადაიხდევინება.

უკრაინაში - სატრანზიტო გზის სიგრძიდან გამომდინარე, ერთ კილომეტრზე საშუალოდ 2 გრივნას შეადგენს. (7 აშშ ცენტი/კმ).

რუსეთში - 2022 წლის 1 თებერვლიდან, გზით სარგებლობის საფასური 1 კმ - 2.54 რუბლს შეადგენს. (4 აშშ ცენტი/კმ)

თურქეთი - გზით სარგებლობის გადასახადი გადაიხდევინება მხოლოდ „ფასიან“ გზებზე და კმ ზე შეადგენს 13 ევრო ცენტს.

ყაზახეთი - გადასახადის გადახდა ხდება მხოლო 4 ხაზიან მაგისტრალებზე, ასეთი უბნების რაოდენობა, სადღეისოდ ყაზახეთში ექვსია, გადასახადი ითვალისწინებს „ღია შლაგბაუმის სისტემას“ -იურიდიული პირებისათვის შეადგენს 29 170 თენგეს (60 ევრო);

ბელარუსი - გზით სარგებლობის გადასახადი დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების კატეგორიაზე და გავლილ მანძილზე - შეადგენს კმ ზე 0,145 ევრო ცენტრს;


ევროპულ სივრცეში, ანალოგიური გადასახადი ერთ კილომეტრზე შეადგენს: სლოვაკეთში 21 აშშ ცენტს, ავსტრიაში - 30 აშშ ცენტს, გერმანიაში - 15 აშშ ცენტს. ავსტრია გამორჩეულია მაღალი გადასახადებით, უფრო მეტი საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტად მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, სარკინიგზო ტრანსპორტით ატარებს.


დ ა ს კ ვ ნ ი ს  ს ა ხ ი თ: საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ტრანსპორტისათვის დაწესებული გზითსარგებლობის 350 ლარიანი გადასახადი;

1. ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავსტრიას, 2- 2.5 ჯერ მაღალია, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით 4-8 ჯერ მაღალი;

2. აღნიშნული გადასახადი არის მოუქნელი, რადგანაც არ ითვალისწინებს, ავტომანქანის ეკოლოგიურ (ევრო 5, 6) მდგომარებას,

3. არ არის დივერსიფიცირებული, სატრანსპორტო საშუალების წონის ნორმის და გზის გატეგორიის, მანძილის მიხედვით, რაც გადამზიდავებს არასამრთლიან მდგომარეობაში აყენებს;

4. საქართველოში, პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, ევროპაში აპრობირებული „ვინეტკის“ (რამდენიც გაიარე იმდენი გადაიხადე) პრინციპის დანერგვა“, - აღნიშნულია ,,სატრანსპორტო დერეფნის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up