გზავნილებსა და ინვესტიციების შორის სხვაობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა - „ასეთ მაჩვენებლებს მხოლოდ კოვიდ 19-ს ვერ დავაბრალებთ“

გზავნილებსა და ინვესტიციების შორის სხვაობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა - „ასეთ მაჩვენებლებს მხოლოდ კოვიდ 19-ს ვერ დავაბრალებთ“

access_time2021-02-03 11:00:57

2020 წლის 9 თვეში საერთაშორისო ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 615  მილიონი დოლარით აჭარბებდა. 2020 წლის 3 კვარტალში საქართველოში განხორციელდა 718,9 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 9 თვის ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 1,334 მლრდ დოლარი შეადგინა. ცნობილია 2020 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების სრული ოდენობაც, რომელიც 2019 წელთან შედარებით 153 მლნ დოლარით (9%-ით) გაიზარდა და 1 886 მლნ დოლარი შეადგინა, თუმცა უცხოური ინვესტიციების სრული მოცულობა 2020 წლისთვის ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის.

 

ეკონომიკის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლის მონაცემებში შესაძლოა გზავნილებისა და ინვესტიციების შორის სხვაობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე უცხოეთიდან ფულადი გზავნილებს შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა.

 

საერთაშორისო ფულადი გზავნილები განვითარებად ქვეყნებში უცხოური ვალუტის შედინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ის ფაქტს, რომ ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს, საგანგაშოდ მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი“ პაატა შეშელიძე.

 


„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შეზღუდული და შემცირებული. საქართველო არც იყო და დღეს მითუმეტეს არ არის ხელგაშლილი ინვესტორების მიმართ და ეს მთავრობის ნებართვის გარეშე იშვიათად ხდება. როგორ შეიძლება განვითარებად, ჯანსაღ ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი გზავნილები იყოს უფრო დიდი შემოსავლის წყარო და უცხოური ვალუტის შემოდინების მექანიზმი, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები? საგანგაშო მდგომარეობაა კიდევ ერთი მიმართულებით და კიდევ ერთი მაჩვენებლის მხრივ. ამის შესახებ თავიდანვე ვამბობდი და აშკარა იყო, რომ მთავრობის გააქტიურება ინვესტიციების კონტროლის მიმართულებით და სპეციალური თანამდებობის პირის დანიშვნა რომ გააკონტროლოს ეს, სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა იმ გზაზე დადგომას, რომ უცხოელი ინვესტორი საქართველოში არ უნდა შემოვიდეს“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

 

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ პირველი, რის გამოც ეს ბალანსი დაირღვა, არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციები კლების ტენდენციით ხასიათდება, ამის პარალელურად კი, იზრდება ქვეყნიდან სამუშაოდ გასულთა რაოდენობა.

 

„ის, რომ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და ჩვენთან სამუშაო ძალის პოტენციალი იკლებს, ცალსახად ძალიან ცუდია, თუმცა, გზავნილების მოცულობის ზრდა ქვეყნისთვის კარგია, რადგან ეს ერთ-ერთი წყაროა, რითაც უცხოური ვალუტა შეიძლება საქართველოში შემოვიდეს. ინვესტიციების კლების ტრენდი ბოლო სამი წელია ნარჩუნდება და ლოგიკურია, რომ თუ ჯანსაღი ეკონომიკა გვინდა, გზავნილები არ უნდა აჭარბებდეს ინვესტიციებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მუდმივი კლება ინვესტიციების კუთხით, ამიტომ ახლანდელ მაჩვენებლებს მხოლოდ კოვიდ 19-ს ვერ დავაბრალებთ. თანაც, ფაქტია რომ 2020 წლის მონაცემები რეკორდული იქნება. რასაკვირველია, მთავარი ეკონომიკური თავისუფლების ნაკლებობაა, ამ მხრივ კი მოვიკოჭლებთ ყველაზე მეტად. სფერო, რომელიც უნდა იყოს ყველაზე დიდი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, გადის მესამე, მეოთხე ადგილზე, ესენია უძრავი ქონება და საფონდო მიმართულება. ნორმალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ინვესტიციების მოცულობა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ფულადი გზავნილების. თუ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მკვეთრად არ შეიცვალა, ინვესტორების მიმართ დამოკიდებულება არ გაუმჯობესდა და შესაბამისი პოლიტიკა არ განხორციელდა, ეს ტენდენცია ისევ გაგრძელდება“,- ამბობს რამაზ გერლიანი.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up