“გზავნილი მსოფლიოს”: ლიეტუველები უკრაინისთვის ბაირაქტარის დრონის შესაძენად გაერთიანდნენ

“გზავნილი მსოფლიოს”: ლიეტუველები უკრაინისთვის ბაირაქტარის დრონის შესაძენად გაერთიანდნენ

access_time2022-05-28 12:49:25

ასობით ლიეტუველი უკრაინისთვის მოწინავე სამხედრო დრონის შესაძენად გაერთიანდა. ძირითადად მცირე ოდენობებით, მხოლოდ სამ დღეში, დაახლოებით 3 მილიონი ევრო შეგროვდა 5 მილიონი ევროდან, იტყობინება Laisves TV, ინტერნეტ მაუწყებელი, რომელმაც კამპანია დაიწყო.

“ომის დაწყებამდე არც ერთ ჩვენგანს არ უფიქრია, რომ იარაღს ვიყიდდით, მაგრამ ახლა ეს ნორმალურია. რაღაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სამყარო უკეთესი გახდეს. უკვე დიდი ხანია შემოწირულობებს ვაკეთებ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად და ამას გავაკეთებ გამარჯვებამდე”, - ამბობს 32 წლის აგნე ბელიცკაიტე, რომელმაც ფონდში 100 ევრო გადარიცხა და ნაწილობრივ მოტივირებულია რუსეთის მიერ ლიეტუვაზე თავდასხმის შიშით.

ბოლო წლებში უპილოტო თვითმფრინავი ეფექტური აღმოჩნდა რუსეთის ძალებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სირიისა და ლიბიის კონფლიქტებში და მისი შეძენა ორგანიზებულია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც განუცხადა Reuters-ს, რომ აპირებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას თურქეთთან დროების შესაძენად. 

ბოლო წლებში უკრაინამ შეიძინა 20-ზე მეტი Bayraktar TB2-ის საბრძოლო დრონები თურქული კომპანია Baykar-ისგან და კიდევ 16 27 იანვარს შეუკვეთა. 


“ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ჩვეულებრივი ხალხი აგროვებს ფულს ბაირაქტარის მსგავსი ნივთის შესაძენად. ეს უპრეცედენტოა, ეს დაუჯერებელია”, - განუცხადა Laisves TV-ს უკრაინის ელჩმა ლიეტუვაში, ბეშტა პეტრომ.

მძიმე შეიარაღების უმეტესი ნაწილი, რომელიც ნატოს ქვეყნებმა უკრაინას გაუგზავნეს, საბჭოთა წარმოების იარაღია, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების საწყობებშია, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა ახლახან დაიწყო დასავლური ჰაუბიცების მიწოდება.

“მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების მთავრობები გაუთავებლად მსჯელობენ, ლიეტუვის საზოგადოება ერთიანდება და აპირებს 5 მილიონი ევროს შეგროვებას დრონის საყიდლად. ეს არის შთამბეჭდავი გზავნილი მსოფლიოსთვის”, - განაცხადა ბელიცკაიტემ.

წყარო: businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up