საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე, ე.წ. „ჯაპანის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოებს.
„ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა.
სამუშაოთა წარმოებისათვის 2022 წლის 9 აგვისტოს 09:00 საათიდან 20:00 საათამდე სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება. სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ადგილობრივი ქსელის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის საავტომობილო გზის გამოყენებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.