საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრზე, მდ. გეთისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია დროებითი შემოსავლელი გზა, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.
„შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრზე, მდ. გეთისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელი დაზიანდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.