გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და  ტექნიკური დათვალიერების სისტემის ეფექტიან აღსრულებას შევუწყობთ ხელს - ნინო თანდილაშვილი

გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ტექნიკური დათვალიერების სისტემის ეფექტიან აღსრულებას შევუწყობთ ხელს - ნინო თანდილაშვილი

access_time2022-12-13 15:55:48

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ახალი ინიციატივა, რომელიც გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლსა და მავნე ნივთიერებათა გადაჭარბების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაწესებას გულისხმობს, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.


„ცვლილებების მიზანია სატრანსპორტო სექტორიდან მაქსიმალურად შევამციროთ ჰაერის დაბინძურება. კანონპროექტი, რომელიც სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად მოამზადა და რომელსაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, 2023 წლიდან ამოქმედდება. კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლს, საწყის ეტაპზე, ქვეყნის დიდ ქალაქებში განახორციელებენ. დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება ექნებათ, გზებზე პატრულირების დროს, თუკი შეამჩნევენ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუქი ფერის, ე.წ. ხილულ გამონაბოლქვს, გაზომონ მისი შემადგენლობა, დაადგინონ, რამდენად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბებაზე შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს: ფიზიკური პირის შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები სამმაგდება. სამწუხაროდ, ქალაქებში დღემდე მოძრაობენ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები რამდენჯერმე აღემატება დადგენილ ნორმებს. ასეთი მანქანები, ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლები არიან. აღარაფერს ვამბობ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის აუცილებლობაზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში გავატაროთ კონკრეტული ზომები და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ტექნიკური დათვალიერების სისტემის პრაქტიკაში ეფექტიან აღსრულებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up