„გზითსარგებლობა ქვეყნის დამატებითი პოტენციალია“- „ქაიროს ლოჯისტიკი“ გადამზიდავი კომპანიების პრობლემებზე

„გზითსარგებლობა ქვეყნის დამატებითი პოტენციალია“- „ქაიროს ლოჯისტიკი“ გადამზიდავი კომპანიების პრობლემებზე

access_time2022-07-15 10:00:42

ლარსისა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტებთან სატვირთო მანქანების რიგებია გაზრდილი, ხშირია შეფერხებები. ამ ფონზე რა გამოწვევების წინაშე  დგანან გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო გადამზიდავი კომპანიები და რამდენად  ეფექტიანად  ემსახურება  გაზრდილ ტვირთნაკადს  საქართველო? ამის შესახებ ტელეკომპანია „BMG“ -ის ეთერში „ქაიროს ლოჯისტიკის“ დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა ისაუბრა. მისი  თქმით რიგები გამოწვეულია იმით, რომ საბაჟო პროცედურები დროში იწელება, რის გამოც გადამზიდავ კომპანიებს წარმადობა საგრძნობლად შეუმცირდათ.

 

„ზოგადად, სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, საქართველოს გავლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, სულ 500 კილომეტრიანი რადიუსია. ძირითადი პრობლემა მოდის ჩვენი მეზობელი ქვეყნის მებაჟეების მხრიდან. გაფორმების მხრივ ლიმიტები აქვთ დაწესებული და აქედან გამომდინარე დიდი პრობლემა იქმნება. აქ ასეთი შეფერხებები ნაკლებადაა. 


ეს  საკითხი დროულად, ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ერთად უნდა გადაიჭრას, რიგების გამო გზაზე შექმნილ დისკომფორტს, ემატება გაზრდილი გადასახადებიც, რადგან თუ რეისი დროულად არ შესრულდა, სატრანსპორტო ვაკუუმი იქმნება და ფასიც იზრდება“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა


 

ნამადოვის თქმით გადაზიდვებში 60% სწორედ სატვირთო გადაზიდვებს უჭირავს. შესაბამისად, ამ დარგის მოწესრიგება უმნიშვნელოვანესია, რადგან იმავე ლარსის გამშვებ  პუნქტთან არსებული რიგების  შედეგები, ხშირად დახლებზე აისახება. რაც ეხება გზით სარგებლობის 150  ლარით გაზრდილ გადასახადს, ნამადოვი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი საკითხია, მით უმეტეს ფასის ზრდა 10 წელია არ ყოფილა. 


„მთავარია რომ ეს თანხები ინფრასტრუქტურის განვითარებას და რიგი საკითხების მოგვარებას მოხმარდეს. გზითსარგებლობა, როგორც პროდუქტი, რომ წარმოვიდგინოთ ეს დამატებით ღირებულების შექმნის წყარო და დამატებითი პოტენციალია ქვეყნისთვის, ზოგ ქვეყანაში 200-300 ევროს იხდის ადამიანი სერვისსა და კომფორტში. ამ მიმართულებით თუ წავალთ შეიძლება კიდევ გაძვირდეს“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.


შეგახსენებთ, ქვეყნის საზღვარზე გამავალი ათასობით სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 20 ივნისიდან გაძვირდა. აქამდე თითოეული ტრაილერი ამ მოსაკრებლისთვის 200 ლარს იხდიდა, გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარია. მოსაკრებლის გაძვირებით საქართველოს სატრანსპორტო დერეფნიდან შემოსავლის ათობით მილიონი ლარით გაზრდა შეეძლება.


ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანას ყოველდღიურად 900-ზე მეტი მძიმე სატვირთო კვეთს, რომელთაც დღეში 17,000 ტონამდე პროდუქტები გადააქვთ.დანიშნულების ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ტრაილერი სომხეთისკენ მიემართება, შემდეგ არის აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up